კალათა

როგორ დავრეგისტრირდე?
საიტზე რეგისტრაცია შესაძლებელია ორგვარად: ახალი მომხმარებლის ექაუნთის შექმნით ან ფეისბუქის ექაუნთის გამოყენებით. რეგისტრაციისთვის მოძებნეთ საიტის ჰედერზე „რეგისტრაცია“.

როგორ ვიყიდო წიგნი?
პროდუქტის შეძენა შეუძლია დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პროდუქტის ღირებულების შესაბამისი თანხით ბალანსის შევსების შემდეგ.

როგორ შევავსო დეპოზიტი?
დეპოზიტის შესავსებად, საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე და გავლილი გქონდეთ ავტორიზაცია. დეპოზიტის შევსება შესაძლებელია: 1) ბანკის პლასტიკური ბარათით (Visa/Mastercard); 2) ლიტბარათით; 3) სწრაფი გადახდის აპარატით (Paybox); 4) PayPal-ით; 5) უნიქარდის ბარათით.

როგორ წავიკითხო?
მომხმარებელს პროდუქტის წაკითხვა შეუძლია სპეციალური წამკითხველი აპლიკაციის – იოტა რიდერის საშუალებით. იოტა რიდერი მუშაობს Windows (7, 8), Android და iOS (Apple - iPhone, iPad, iPod) ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობებზე. იოტა რიდერი უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია – Windows-ისთვის – საიტიდან, ხოლო Android და iOS პლატფორმებისთვის – შესაბამისი მარკეტებიდან: play.google.com და itunes.apple.com

სად და როგორ მივიღებ წიგნს?
ჩვენთან ქაღალდზე ნაბეჭდი წიგნები არ იყიდება, ყველა წიგნი ელექტრონულ ფორმატშია. მათი წაკითხვა შესაძლებელია ელექტრონულ მოწყობილობებში, შესაბამისი აპლიკაციების საშუალებით.

შემიძლია თუ არა ტექსტის დაკოპირება?
აპლიკაციებიდან ტექსტს ვერ დააკოპირებთ. წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ მოწყობილობის ეკრანიდან.

შემიძლია თუ არა ტექსტის ამობეჭდვა?
აპლიკაციებიდან ტექსტს ვერ ამობეჭდავთ. წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ მოწყობილობის ეკრანიდან.

რომელ დევაისებზე (ელექტრონულ მოწყობილობებზე) შემიძლია წაკითხვა?
პროდუქტის წაკითხვა შეგიძლიათ Windows (7, 8), Android და iOS (Apple - iPhone, iPad, iPod) ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობებზე, სპეციალური წამკითხველი აპლიკაციის – იოტა რიდერის საშუალებით.

წავიკითხავ თუ არა წიგნს ქინდლით (ნუკით, სონი რიდერით, სხვა E-ink რიდერით)?
E-ink რიდერებით ჩვენს წიგნებს ვერ წაიკითხავთ.

სად ვნახო (სად ინახება) წიგნი (ფაილი)?
წიგნი არ ინახება თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაში ცალკე ფაილად. მისი გახსნა და წაკითხვა შეგიძლიათ მხოლოდ იოტა რიდერში.

წიგნი რომ წავშალო, ხომ არ მომიწევს ხელახლა ყიდვა?
წიგნი შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი მოწყობილობიდან, მაგრამ დარჩება თქვენს პირად ბიბლიოთეკაში საიტზე და იოტა რიდერის კატალოგში, სადაც ნებისმიერ დროს ხელახლა შეგეძლებათ ჩატვირთვა. ხელახლა ყიდვა, რა თქმა უნდა, არ მოგიწევთ.

პირად ბიბლიოთეკაში მაქვს წიგნი და რატომ არ მიჩანს აპლიკაციაში?
გთხოვთ, განაახლოთ (დაარეფრეშოთ) კატალოგის გვერდი აპლიკაციაში, ეკრანზე ჩამოქაჩვით ან განახლების ღილაკით.