კალათა

დეტალურად

ამ წიგნში შეხვდებით ყველასთვის საყვარელი ნორვეგიელი მწერლის, ანე-კატარინე ვესტლის ახალ გმირს: ძალიან ჭკვიან, საქმიანსა და კეთილ გოგონა ავრორას, რომელიც პატარა ქალაქის გარეუბანში, მაღალ კორპუსში დედ-მამასთან და ჩვილ ძმასთან ერთად ეს-ესაა გადავიდა საცხოვრებლად. ავრორას ოჯახი მთელ კორპუსში გამორჩეულია – თუ სხვაგან ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმეებს, ჩვეულებისამებრ, დედა უძღვება, ხოლო მამა სამსახურში დადის, მათთან პირიქითაა: ავრორას დედა დილიდან საღამომდე სამსახურშია, მამა კი უვლის ჩვილ ბავშვს, ამზადებს სადილებს, რეცხავს, აუთოებს... ეს ამბავი, როგორც ხშირად ხდება, მეზობლების მთავარ საჭორაო თემად იქცა, თუმცა ავრორა ძალიანაც სახალისოდ ატარებს დღეებს მზრუნველ მამასთან ერთად – ეხმარება კიდეც და მშვენივრადაც ერთობა; თუ როგორ, ამას წიგნიდან შეიტყობთ.
  • მამა საბავშვო ეტლით
  • სადღაც შორს, თითქმის ზეცაში
  • შემოსასვლელის საქმეები
  • მამას არეულ-დარეული დღე
  • უცნობი აივანზე
  • პატარა შავი ღრუბელი
  • უარის თქმა ზოგჯერ ძნელია
  • მამა სამრეცხაოში
  • საუკეთესო ბებია
  • ირგვლივ სიმშვიდე სუფევს