ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან პიროვნული თვისებებით და ქვეყნის მართვაც განსხვავებულ დროსა და ვითარებაში მოუხდათ. შესაბამისად, განსხვავებული აღმოჩნდა მათი მოღვაწეობის შედეგიც. თუ ერთი მონარქის მტკიცე ხელით გაერთიანებული საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული, მეორის მმართველობის წლებში დაგლეჯილ-დანაწევრებული ქვეყანა მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობდა! „რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუჭე და სისუსტე“ – სწორედ ამის გამოსარკვევად უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები და ვიპოვოთ ფესვი, რომელზეც დავამყარებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარება ხომ ისეთივეა, როგორიც საუკუნეების წინ იყო. ეს კი დამაფიქრებელიცაა და იმედის მომცემიც...
- დიდი სახე მცირე ჩარჩოში
- თავი I – ნიკოფსიიდან დარუბანდისა ზღუადმდე (სრულიად საქართველო XII საუკუნის 30-იან წლებამდე)
- თავი II – პოლიტიკური ვითარება XII საუკუნის 30-იან – 70-იან წლებში. ორბელთა ამბოხება
- თავი III – გვირგვინი ყოველთა ხელმწიფეთა
- თავი IV
- სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა...
- საქმენი სუე-უბედურისა რუსისა
- თავი V
- ორნი განმანათლებელნი
- კეთილი კეთილისათვის არს კეთილ...
- შამქორის ბრძოლა
- ბასიანის ბრძოლა
- ტრაპიზონის სამეფოს შექმნა
- სიხარულსა შეუთქს მწუხარება...
- დამოკიდებულება ჩრდილოეთის ხალხებთან
- თავი VI – სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა
- თავი VII
- სამოხელეო წყობის ზოგიერთი საკითხი
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრები
- განათლება და კულტურა
- ბნელი უნათლო და გლოვა უნუგეშინისცემო
- თამარის ოჯახი, მემკვიდრენი
- დედა ქართლისა თამარი – თამარ მეფის სახე ხალხურ შემოქმედებაში
- ილუსტრაციები