კალათა

დეტალურად

ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე. წიგნის ავტორი დროის, ჟანრისა და ენის საზღვრებს შლის და დამატყვევებლად მოგვითხრობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისადმი. ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი „ღრუბლების ატლასი“ ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.
  • ადამ იუინგის წყნაროკეანური დღიური
  • წერილები ზედელგემიდან
  • ნახევრად დაშლის პერიოდები – ლუისა რეის პირველი საქმე
  • ტიმოთი კავენდიშის საშინელი განსაცდელი
  • სონმი 451-ის ორისონი
  • სლუშას ფონი და რაც მერე მოხდა
  • სონმი 451-ის ორისონი
  • ტიმოთი კავენდიშის საშინელი განსაცდელი
  • ნახევრად დაშლის პერიოდები – ლუისა რეის პირველი საქმე
  • წერილები ზედელგემიდან
  • ადამ იუინგის წყნაროკეანური დღიური
  • სამადლობელი სიტყვა
  • სქოლიო