კალათა

დეტალურად

30 წლის წინ მის იდეას ეჭვის თვალით უყურებდნენ... დღეს მისი INDITEX ტანსაცმლის ბაზრის კომპანიების უმსხვილესი გაერთიანებაა. 13 წლის იყო, მშობლებმა უფულობის გამო სკოლიდან რომ გამოიყვანეს. ახლა კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 74, 8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ერთ დროს სამკერვალო სალონში მაისურებს ყიდდა. დღეს მსოფლიოს 88 ქვეყანაში 7 000-მდე მაღაზიას ფლობს. „ბიზნესის გენია“ ამჯერად ესპანელ მილიარდერზე მოგითხრობთ, კაცზე, რომელმაც შექმნა უამრავი ქალბატონის საყვარელი ბრენდი – „ზარა“! ის განსაკუთრებული და უნიკალურია, ის ამანსიო ორტეგაა და მორჩა! მსგავსი მსოფლიოს დიდ ბიზნესში არ მოიძებნება, – ამბობენ მასზე ესპანეთში.
  • ნულიდან „ზარამდე“
  • წარმატების ესპანური ამბავი − პირველი „ზარადან“ „ინდიტექსამდე“
    • „ადამიანი-გამოცანა“
  • ესპანელი, რომელიც მსოფლიოს აცმევს − II ნაწილი
    • ამანსიო ორტეგას ბიზნესგაკვეთილები
      • ფული მიზნად არ უნდა გექცეს
      • უნდა იპოვო საკუთარი ნიშა
      • ყველაფერი უნდა აკეთო სწრაფად
      • საქმე სხვას არასოდეს გადააბარო
      • ზრდა არ უნდა შეწყვიტო
    • ესპანელი „სფინქსის“ პირადი ცხოვრება
    • ორტეგა – გულწრფელი და პატიოსანი?!
  • „მე ვეკუთვნი საკუთარ ბიზნესს და არა – პირიქით!“ − III ნაწილი
    • ისევე, როგორც სხვები
    • ორტეგას წარმატების საიდუმლო