კალათა

დეტალურად

რომან „კაცები მზეში“ ნარატივს ავტორი რამდენიმე დამოუკიდებელი ხაზის ერთი მოგზაურობით გაერთიანებით აგებს – დამოუკიდებელი თხრობის ხაზები სამი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, დაახლოებით ერთნაირი, საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენელ მამაკაცს ახვედრებს ქ. ბასრაში, კონტრაბანდისტის ძიებაში, რომელმაც ისინი გარკვეული გასამრჯელოს ფასად ქუვეითში უნდა გადაიყვანოს. ეს არის სამი პალესტინელის საბედისწერო მცდელობა – გაარღვიონ თავიანთი უბედური ცხოვრების შეკრული წრე... რომანის ტრაგიკული დასასრულისთვის მკითხველი თითქოს კითხვის დაწყებიდანვე ემზადება და სტრიქონ-სტრიქონ უძლიერდება რაღაც საშინელის, გამოუსწორებლის მოლოდინი და წინათგრძნობა. ის მზადაა, მეტიც, შეგუებულია ტრაგიკულ ფინალს. ეს განწყობა კიდევ უფრო აძლიერებს ნაწარმოების ტრაგიკულ ფონს და უიმედო მომავლის მტკივნეულ შეგრძნებას... – ცნობილი პალესტინელი ლიტერატორი, მწერალი, პალესტინური პროზის ლიდერი, პოლიტიკოსი, პალესტინის გათავისუფლების მოძრაობის აქტივისტი, ღასან ქანაფანი ქართველი მკითხველისთვის უკვე ცნობილია ქართული თარგმანით მისი მცირე რომანისა „ჰაიფაში დაბრუნება“. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე (1936-1972) გამოცემული ქანაფანის ოთხივე რომანი პალესტინის პრობლემას ეხება და დიდი ადამიანური ტკივილით აშუქებს მას (ღასან ქანაფანი 36 წლისა მოკლეს და ამ მკვლელობის კვალი ისრაელის სპეცსამსახურებთან მიდის).
  • ღასან ქანაფანი და პალესტინის პრობლემა მის რომანებში „ჰაიფაში დაბრუნება“ და „კაცები მზეში“ (მთარგმნელის წინასიტყვაობა)
  • კაცები მზეში
    • აბუ კაისი
    • ასადი
    • მერვანი
    • გარიგება
    • გზა
    • მზე და ჩრდილი
    • სამარე
  • ჰაიფაში დაბრუნება
    • 1.
    • 2.
    • 3.
    • 4.
    • 5.
  • სევდიანი ფორთოხლების მიწა
  • სქოლიო