ქართველი ერი კაცობრიობის იმ გამორჩეულ მცირერიცხოვან ერთა შორის ერთ-ერთი უპირველესია რომელსაც უძველესი დროიდანვე გააჩნდა საკუთარი მწიგნობრობა რის საფუძველზეც ის აწარმოებდა თავისი ქვეყნის მატიანეს. პროტოქარველთა მიერ შექმნილი იმპერიის – ბაბილონის დაცემის შემდეგ ამ მატიანის წარმოება დროებით შეწყდა მანამდე, სანამ ამ იმპერიის ნანგრევებზე არ აღმოცენდნენ პონტოსა და ქართლის სამეფოები. მატიანის ამ წყვეტამ განაპირობა ქართველთა წარმომავლობის საკითხის გაბუნდოვნება, რასაც მოყვა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაშივე ბერძენ თუ რომაელ ავტორებში სხვადასხვა მოსაზრებების გაჩენა ქართველების წარმომავლობასთან დაკავშირებით.ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად ჩამოყალიბებისა და ქართველთა ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ, ქართველთა წინაპარი მამამთავრების გენეალოგიური ხაზის დაკავშირებამ ბიბლიურ პატრიარქებთან ქართველი ერი უფრო მეტად დააშორა თავის ნამდვილ წინაპრებს. სწორედ ამ გარემოებამ შექმნა ის მოუთმენელი მდგომარეობა ქართულ ისტორიოგრაფიაში, რაც არ იძლევა ქართველი ერის წარმოშობის ცალსახად განსაზღვრის საშუალებას.ეს ვითარება გახდა მიზეზი იმისა რამაც რამდენიმე ათეული წლის წინათ მიბიძგა ხელი მომეკიდა ამ საკითხის მეცნიერული შესწავლისათვის. ჩემი ოჯახის ესპანეთში ემიგრირების შემდეგ შესაძლებელი გახადა მრავალი ისეთი დოკუმენტის მიკვლევა და მოპოვება, რამაც დაადასტურა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას ჩემს მიერ ქართველთა წინაპრების ქალდეველებად მიჩნევა. მას შემდეგ, რაც ამ კვლევაში ჩაერთვნენ ლია და მაია კაცელაშვილები, მან მიიღო მეტი გაქანება და სიღრმისეულობა, რადგან ის დაეფუძნა ენათმეცნიერულ მეთოდოლოგიასაც. ჩვენი ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია უნიჭიერესი ესპანელი მოაზროვნის აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს ნაშრომის „მსოფლიოს ენათა კატალოგის“ გამომზეურება, სადაც დაცულია უმნიშვნელოვანესი ცნობები ქართველთა, მათი ენისა და მწიგნობრობის შესახებ.ჩვენი მიზანმიმართული კვლევების შედეგად საბოლოოდ ცალსახად დადგინდა ქართველთა ქალდეური წარმომავლობა. შესაბამისად ამ კონტექსტში იქნა ჩვენს მიერ განხილული ქართული ენისა და მწიგნობრობის რაობის საკითხი.ნაშრომში ჩვენ არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ ქართველი ერის ისტორიასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლით და განვიხილეთ იმ ეთნოსთა ისტორიები, რომელნიც გარკვეულ შეხებაში იყვნენ ძველად და დღესაც არიან ქართველ ერთან. წიგნში ამ თვალსაზრისით მოყვანილია მრავალი ისეთი ცნობა, რაც საზოგადოდ უცნობია მეცნიერთათვის. ერთ-ერთი ასეთია არმენული მწიგნობრობის ავტორად წმ. იოანე ოქროპირის მიჩნევა ვატიკანის მიერ.წიგნში მკითხველი ასევე გაეცნობა ჩვენს ახლებურ მიდგომას ენათა წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით, ენათა ასაკის განსაზღვრისა და ენათა კლასიფიკაციის ახალ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მეთოდებს და სხვ.. ნაშრომს დართული აქვს სურათები, ტაბულები და გრაფიკები, რაც შესაბამისობაშია კონკრეტული საკითხის განხილვის საჭიროებასთან. ნაშრომში ჩართული მრავალი საინტერესო დღემდე ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელი ცნობები, ვფიქრობთ, უფრო საინტერესოს ხდის მას მკითხველთათვის.
- ყდა
- თავფურცელი
- წინასიტყვა
- პირველი ნაწილი. აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს «მსოფლიოს ენათა კატალოგი»
- თავი პირველი. აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს ბიოგრაფია და მისი ნაშრომი: «ცნობილი ერების ენათა კატალოგი, და ნუმერაცია, დაჯგუფება, და კლასები მათი იდიომებისა და დიალექტების მიხედვით»
- 1. აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს ცხოვრების შესახებ არსებული ბიოგრაფიული ცნობები
- 2. აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს შრომები, მისი მსოფლმხედველობა და იდეები
- 2. «მსოფლიოს ენათა კატალოგი» და ჰერვასის მეგობარი ქართველი მღვდელი გრიგოლი (ბარინანტი)
- თავი მეორე. ქართული, კოლხური, ალვანური და არმენული ენები აბატ ლორენსო ჰერვასის «მსოფლიოს ენათა კატალოგში»
- აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს «მსოფლიოს ენათა კატალოგის» VII თავის (გვ. 307-336) თარგმანი. თავი VII. იბერიის (ანუ გეორგიანული), კოლხიდის, ლასიის, აბასგიის ანუ ავასიის, ალანიის (ანუ ლესგიის, ალბანიის,
- §. I. იბერია ანუ გეორგია: ამ სახელების ნამდვილი ეტიმოლოგია: იბერიის ანუ გეორგიანული ენა.
- §. II. კოლხიდის ანუ ლასიის ენა, გეორგიანულის დიალექტი,
- §. III. ავასიის და ალანიის (ასევე ლესგიად, ალბანიად და დაგესტანად წოდებული) ენები.
- §. IV. არმენიის ანუ არმენული ენა.
- II წიგნის VII თავის დამატებები, შენიშვნები და ბიბლიოგრაფია
- მეორე ნაწილი. ზენაარელი ქალდეველ-ქართველები
- თავი პირველი. საქართველოს აღმნიშვნელი ტერმინების ეტიმოლოგიურ მნიშვნელობათა თანხვედრა და ქართველთა ზენა-მთიანი ქვეყანა
- 1. ონომასტიკის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში
- 2. ეთნონიმთა ეტიმოლოგიების ქრონოგრაფიული ისტორია და ქართველთა თვითსახელწოდება «ქართი»
- 3. ფუძე ენის სიტყვებიდან მისი მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვით სხვა ენის იგივე მნიშვნელობის სიტყვების წარმოება
- 4. საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინების ჰენიოხები და მათი ეტიმოლოგიები
- 5. საქართველოს ზოგიერთ გეოგრაფიულ ადგილთა სახელების ეტიმოლოგიები
- თავი მეორე. მცირე აზიელი უძველესი ხალხები და პროტოქართველი ქალდეველები
- 1. «დაბადების» ტექსტის კანონიკური ფრაგმენტი – ე.წ. «კაენის მკვლელობა» «ქართლის ცხოვრებაში» და ქართველთა წარმომავლობის ბიბლიური ვერსიის უსაფუძვლობა
- 2. «ბიბლიისა» და საზოგადოდ წიგნის პოლიტიკური დანიშნულების საკითხი. გაყალბებული ისტორია არგონავტების მითში. ქართველთა ბიბლიური მამამთავრების სახელთა ეტიმოლოგიები
- 3. მცირე აზიური ქვეყნების სახელთა (ქანაანი, ხეთეა, თურქეთი, ასირია (სირია), აქადი, ასურეთი, სპარსეთი (ელამი, მარეთი, მიდია, ქურთისტანი, ირანი) ეტიმოლოგიები
- 4. ტერმინ «შუმერის» ეტიმოლოგია და შუმერთა წარმომავლობა
- 5. კასიტები – კოლხების,ანუ ქართველების ერთ–ერთი ტომი
- 6. ქალდეა – პროტოქართველების ქვეყანა
- 7. ქალდეველთა ქვეყნების სახელთა (სენაარი, სუმირი, არამეა, კაშდიმი) ეტიმოლოგიები
- 8. სამხრეთ შუმერეთის ენა – ქანაანურ–ხეთურ–თურქული ენა
- 9. ქალდეური ენა ეს არამეული ენაა
- 10. «არიან-ქართლი» და მითანის სამეფო
- 11. ქართველთა მამამთავარი ქართლოსი მითანის პირველი მეფე
- 12. ურარტუელები – ქანაანელი ხორეები
- თავი მესამე. ქართველთა წარმომავლობასთან დაკავშირებული ისტორიული ცნობები და მეცნიერული შეხედულებები
- 1. ქალდეველები და ჰიკროსები ეგვიპტეში
- 2. ჰიკსოსების ეგვიპტიდან განდევნა და ბიბლიური «ებრაელთა გამოსვლა»
- 3. მოსეს მიერ «ზღვის გაპობა» და უძველესი ეგვიპტური ლეგენდა
- 4. ეგვიპტის ფარაონის სესოსტრისის დამამარცხებელი კოლხი მეფის საულაკესის ვინაობა
- 5. ქართველთა ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ არსებული ჰეროდოტეს ცნობის სიყალბე
- 6. ძველი რუსული ლეგენდა: «რატომ არიან ქართველი ქალები ასეთი ლამაზები»
- 7. კოლხური თეთრის მცდარად დაკავშირება «ქართველთა ეგვიპტურ და კრეტულ-მიკენურ წარმომავლობასთან»
- 8. მოვსეს ხორენაცის «სომხეთის ისტორიის» გაყალბებული ფრაგმენტები
- 9. ტერმინ «ჰიბერიის» ეტიმოლოგიური მნიშვნელობა და პითეასის მიერ ტერმინ «იბერიის» შემოტანა პირენეის ნ/კ-ის აღსანიშნავად
- 10. ჰიბერიელი ირლანდიელები და ქართველები
- 11. ბასკთა და ქართველთა ნათესაობის დოქტრინის სრული უსაფუძვლობა
- თავი მეოთხე. ქართველთა წინაპრები და მათი ურთიერთობა ევროპის ხალხებთან
- 1. ქართველ – კოლხთა განვრცობის არეალი - ინდოეთის ოკეანიდან ადრიატიკის ზღვის სანაპიროებამდე და კოლხთა მიერ ევროპის ოთხი ქალაქის – პოლას, ორკინის, ორიკოს და მოსკოვის დაარსების შესახებ არსებული ცნობები
- 2. პროტორუსების გალურ-ტევტონურ-შვედური წარმომავლობა და მათი შერევა ხაზარებთან
- 3. ხაზარები და მათი სახელმწიფო – «ახალი იუდეა»
- 4.ხაზართა ექსპანსია კავკასიასა და საქართველოში
- 5.იუდეველ ებრაელებისა და არმენიის ებრაელების მონაწილეობა ხაზართა დამპყრობლურ ომებში
- 6. აფხაზეთის სამეფოს წარმოშობის რეალური მიზეზი. დავით IV-ის მიერ ხაზარ-ყივჩაყთა საქართველოში ჩამოსახლება და მისი საბედისწერო შედეგები
- 7.ხაზარ-ალანები და მათი შემოსევებისგან დასაცავად «კავკასიის კარებების» აგება
- 8. თუ რა მიზანს ისახავდა ხაზარ-ყივჩაყი ყუთლუ-არსლანი და მისი დასი «კარვის დადგმის» მოთხოვნისას
- 9. რას გვასწავლის ხალხური ლექსი - «შემომეყარა ყივჩაყი»
- 10. «ახალი ხაზარეთის» შექმნის თანამედროვე ევროპული ექსპერიმენტი
- 11. რუსებისა და ვარანგების ურთიერთმონათესაობა და მათი ბრძოლა ხაზარებთან. რუსები და ეტრუსკები. სლავური ენა - ილირიული ენაა. რუსული დამწერლობა. ლიგურიელი მოსოებისა და ილირიელების მცდარად დაკავშირება კო
- თავი მეხუთე. ქართველების წინარე ქრისტიანული ქვეყნები, სამეფო დინასტიები და მათი ქრისტიანობაზე მოქცევა
- 1. პონტოს იმპერია – ქართველთა სახელმწიფო. ბოსფორის სამეფოს ქართველი მეფენი და მათი ბრძოლა რომთან. იულიუს ცეზარის მიერ ქართველთა დამარცხების შემდეგ რომის სენატში წარმოთქმული ფრაზა: «Veni, vidi ,vici»
- 2. პონტოს სამეფო დინასტიის წარმომადგენელ მიტრიდატეთა აქემენიდური წარმომავლობა
- 3. აქემენიდთა წარმომავლობის საკითხი
- 4. ბაგრატიონთა მითრიდატეობა. იმის შესახებ თუ რამ განაპირობა ბაგრატიონთა გენეალოგიური ხაზის დაკავშირება ბიბლიურ მეფე დავითთან
- 5. საქართველოს სამეფო დინასტიების ნუსხა
- 6. საქართველოს სამეფო კარის გაქრისტიანების თარიღი
- 7. «ქართველისა» და «ქრისტიანის» ცნებათა იდენტურობის საკითხი
- 8. «წმ.ნინოს ჯვრის» სიმბოლური მნიშვნელობა. წმ. ნინოს წარმომავლობა. წმ. ნინოს მამის ზაბილონის მიერ მონათლული ბრანჯების ვინაობა
- თავი მეექვსე. ქალდეველ–ქართველთა სარწმუნოება
- 1. აზონის წარმომავლობა და მის მიერ ქართლში კერპების აღმართვა
- 2. ფარნავაზი და მის მიერ შექმნილი კერპი – «არმაზი»
- 3. ზოროასტრიზმი და ზოროასტრულ სახელთა ეტიომლოგიები, მათი კავშირი ქალდეურ–ქართულ ენასთან. «არმაზისა» და «ფარავაჰარის» განმარტებანი
- 4. არმაზის ქანდაკების რაობა. მითრა, ჰერმესი და ტერმინების – «ღმერთისა» და «უფლის» სემანტიკა. ფანავაზიანთა დინასტიის კავშირი ქალდეველ ნაბონიდებთან
- 5. «გაცი», «გაიმი» და ვერეთრაგნა
- 6. ქართლის სხვა კერპების (აინანა, დანანა, ზადენი, ბადაგონი) რაობა და ქართველთა წინაპრების «კაციჭამიობის» საკითხი
- 7. არმაზის ქანდაკებათა ტრიადა–გიგანტური მზის საათი და კომპასი. მთა ქალდეველ–ქართველთა რელიგიურ წარმოდგენაში
- 8. თქმულება ამირანზე და ამირანი როგორც ცეცხლის წარმართული ღვთაება
- 9. ქალდეველ–ქართელთა «მთა ტაძრები». ქალდეიზმი – პირველი მსოფლიო ჰენოთეისტური რელიგია. ქალდეველთა ასტრონომია და კულტურა
- 10. ქრისტიანობა როგორც იუდეველთა განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგია
- 11. სამოთხის (ედემის ბაღის) და არმაგედონის ადგილმდებარეობის საკითხი. სახელწოდება «მტკვრის» ეტიმოლოგია. «წმ. კვართის» ისტორია. ქალდეველ–ქართველები XVIII ს.–ის ლონდონში გამოცემულ გეოგრაფიულ ბანქოს ტექს
- 12. ქალდეის დაცემა. ქალდეიზმი როგორც ადამიანის საყოველთაო უფლებათა დამცავი მსოფლიო რელიგია. ქართველთა ქალდეველობა «ქართლის ცხოვრების» მიხედვით
- თავი მეშვიდე. ქართული ენა და მწიგნობრობა
- 1. ქართული ენა როგორც ქალდეურ-ხალდეური ენა
- 2. ქართული სამეტყველო და სავაჭრო ენები. ტერმინ «კინტოს» ეტიმოლოგია
- 3. ქართული ენა და მასში შესული უცხო სიტყვები. ქართული სიტყვები სხვადასხვა ენებში
- 4. ქართული ენის მიმართება ზენდურ და სანსკრიტულ ენებთან. აბრაჰამ ანკეტილი და მისი შეხედულება ქართულ ენაზე. ტერმინების – «სანსკრიტისა» და «სამხიტას» ეტიმოლოგები. ა. კირხერის მოსაზრებები ქართულ ენაზე
- 5. მიდიური და სპარსული ენები. ქალდეური ენა – «Lingua franca» და ერთი და იმავე ენაზე მოლაპარაკე ეთნოსთა გენეტიკური ნათესაობის საკითხი
- 6. იოანე-ზოსიმეს «ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი»
- 7. მეფე ფარნავაზის მიერ ქართლში მწიგნობრობის შემოღების გალაკტიონ ტაბიძის მიერ მივკლეული თარიღი. «ნესტორიანული» და «იაკობიტური» დამწერლობები. გიორგი ბრწყინვალის მიერ 1312 წელს გატარებული «სამწერლობო რ
- 8. ქართული ასომთავრული დამწერლობის გრაფიკული სახის შექმნის მეთოდი. ტერმინი «მროება» და გვარი «მროველი»
- 9. ქართული ქრისტიანული დამწერლობის ისტორია. ბიბლიის ქართულად თარგმნის თარიღი. «ნუსხური დამწერლობა», როგორც უნიციალური დამწერლობა. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერის დათარიღება
- 10. ალვანური ანბანი ქალდეურ-არამეული დამწერლობაა. სახელწოდება «ალვანის» ეტიმოლოგია
- 11. არმენული ანბანის შექმნის ისტორია. არის თუ არა მესროპ მაშტოცი არმენული ანბანის ერთპიროვნული ავტორი, ანუ წმ. იოანე ოქროპირი არმენული მწიგნობრობის ავტორი. სახელ-გვარ «მესროპ მაშტოცის» ეტიმოლოგია
- 12. არმენთა წარმომავლობის საკითხი. ტერმინების – «სომხეთის» , «არმენიის», «ჰაიკის» ეტიმოლოგიები. არმენული ენა
- თავი მერვე. მსოფლიოს ენათა წარმოშობის საკითხი და ენათა კლასიფიკაცია
- 1. თავდაპირველი ერთენოვანი კაცობრიობის ბიბლიური დოქტრინა და მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციის მცდელობები. ქალდეური და «ძველებრაული» ენების ურთიერთმიმართების საკითხი.
- 2. აბატ ჰერვასის მიერ ენათა დაჯგუფების მცდელობა. ამერიკის ინდიელთა ენები და ბიბლიური დოქტრინის კრახი. ინდიელთა კულტურის ავტოქთონურობა
- 3. სიცოცხლისა და მოაზროვნე არსების-ადამიანის წარმოშობის საკითხი დედამიწაზე. დედამიწისა და ცოცხალი ორგანიზმების ასაკის შეფასების თანამედროვე მეცნიერული მეთოდები. კაცობრიობის ასაკის განსაზღვრა დემოგრაფ
- 4. ადამიანთა რასების მრავალგვარობა განმაპირობებელი ენათა მრავალრიცხოვნებისა, გონება როგორც მატერიის ერთ-ერთი ფორმა. გონება როგორც ენის შემოქმედი ავტორი. ენის გამოგონების პროცესი. ენის «გაღვთიურება» დ
- 5. ენის განმარტება, ენათა კლასიფიკაციის არსებული მეთოდები. ენათა იერარქიული კლასიფიკაციის მეთოდი. ქართული ენა - ეს «ზეენაა». ზენაარულ - ქალდეურ ენათა ოჯახი. ენათა მრავალგვარობა -კაცობრიობის სულიერი ც
- რეზიუმე
- RESUMEN
- Summary
- დამოწმებული ლიტერატურა
- შემოკლებათა სია