„შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ 12 დეტექტიური მოთხრობისგან შედგება. შერლოკ ჰოლმსზე ეს პირველი კრებული ართურ კონან დოილმა 1892 წელს გამოაქვეყნა. ამასთან, თორმეტიდან ოთხ მათგანში დანაშაული, როგორც ასეთი, არ არსებობს. ზოგიერთ მოთხრობაში ამა თუ იმ მიზეზით დამნაშავენი დაუსჯელნი რჩებიან. ამასთან, განუწყვეტლივ დომინირებს დანაშაულში განგებ მხილებულის გამართლების თემა. ორი წლის განმავლობაში მოთხრობა მოთხრობას მისდევდა და, ბოლოს, მწერალს მოჰბეზრდა თავისი პერსონაჟი.
ამიტომაც სცადა პროფესორ მორიარტისთან („ჰოლმსის უკანასკნელი საქმე“, 1893 წ.) ორთაბრძოლით მოეღო მისთვის ბოლო, მაგრამ მარცხი იწვნია: მკითხველს ისე უყვარდა გონიერი მაძებარი, რომ იძულებული შეიქნა, მკვდრეთით აღედგინა. ჰოლმსის ეპოპეა დამთავრდა რომანით „ბასკერვილების ძაღლი“ (1900), რომელიც დღესაც დეტექტიური ჟანრის კლასიკად ითვლება.
შერლოკ ჰოლმსს მწერალმა ოთხი რომანი მიუძღვნა: „ალისფერი კვალი“ (1887), „ოთხთა ნიშანი“ (1890), „ბასკერვილების ძაღლი“ და „საშინელებათა ველი“, ასევე მოთხრობათა ხუთი კრებული „ჩანაწერები შერლოკ ჰოლმსზე“ (1892) და „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება“ (1905). მწერლის თანამედროვენი ჰოლმსის დიდებას, ცოტა არ იყოს, ალმაცერად უყურებდნენ, მაგრამ მკითხველთა სიყვარულმა და მაძებრის უნიკალურმა თვისებებმა ის დროზე მაღლა დააყენა, ყველა თაობისთვის აქტუალურ გმირად აქცია. შერლოკ ჰოლმსი და მისი ერთგული თანაშემწე ექიმი უოტსონი თანდათან მითურ საბურველში გაეხვივნენ, მითის ცენტრად კი დღესაც ითვლება ბინა ლონდონში, ბეიკერ-სტრიტი 221-B.B.
- ყდა
- თავფურცელი
- ალისფერი კვალი
- თავი პირველი. შერლოკ ჰოლმსი
- თავი მეორე. დასკვნის გამოტანის ხელოვნება
- თავი მესამე. საიდუმლოებით მოცული ამბავი ლაურისტონგარდენზე
- თავი მეოთხე. რა გვიამბო ჯონ რენსმა
- თავი მეხუთე. ჩვენს განცხადებას სტუმარი გამოეხმაურა
- თავი მეექვსე. ტობიას გრეგსონი თავის ხელოვნებას გვიჩვენებს
- თავი მეშვიდე. სინათლის სხივი წყვდიადში
- თავი მერვე. ჯეფერსონ ჰოუპის მოთხრობა
- თავი მეცხრე. დასასრული
- შემთხვევა ინტერნატში
- ბასკერვილების ძაღლი
- თავი პირველი. მისტერ შერლოკ ჰოლმსი
- თავი მეორე. ბასკერვილების გვარის წყევლა
- თავი მესამე. ამოცანა
- თავი მეოთხე. სერ ჰენრი ბასკერვილი
- თავი მეხუთე. სამი გაწყვეტილი ძაფი
- თავი მეექვსე.ბასკერვილჰოლი
- თავი მეშვიდე. მერიპიტჰაუსელი სტეპლტონები
- თავი მერვე. ექიმ უოტსონის პირველი ანგარიში
- თავი მეცხრე. ექიმ უოტსონის მეორე ანგარიში
- თავი მეათე. ნაწყვეტები ექიმ უოტსონის დღიურიდან
- თავი მეთერთმეტე. კაცი გრანიტის სვეტზე
- თავი მეთორმეტე. სიკვდილი ჭაობებში
- თავი მეცამეტე. მახე დაგებულია
- თავი მეთოთხმეტე. ბასკერვილების ძაღლი
- თავი მეთხუთმეტე. წარსულისთვის თვალის გადავლება
- მოცეკვავე კაცუნები
- მეორე ლაქა
- ექვსი ნაპოლეონი
- ყვითელი სახე
- მესგრეივების საგვარეულო წესი
- უკაცრიელი სახლი
- სქოლიო