კალათა

lit.ge არის ინტერნეტმაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული წიგნების / პერიოდული გამოცემების შეძენის და პირადი – დაცული ონლაინ ბიბლიოთეკის შექმნის სერვისებს.
საიტზე წიგნების შეძენა შესაძლებელია დეპოზიტზე თანხის დადების შემდეგ. დეპოზიტის შევსება შესაძლებელია ვიზა ან მასტერქარდის პლასტიკური ბარათის, ასევე პეიბოქსების საშუალებით.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი დეპოზიტზე არსებულ ნაშთს ხედავს საიტის მარჯვენა, ზედა კუთხეში, მომხმარებლის სახელის გასწვრივ.
საიტზე გათვალისწინებულია წიგნის არასანქცირებული გავრცელებისგან დაცვის ტექნიკური მექანიზმები, რაც გულისხმობს მათი კოპირების შეზღუდვას.
საიტზე განთავსებული წიგნების ელექტრონული ვერსიები წარმოადგენს გამომცემლობების / ავტორების / მთარგმნელების და ა.შ. საკუთრებას და მათი ნებისმიერი სახით არალეგალური გავრცელება (სრული ან ნაწილობრივი) ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საიტზე შეძენილი წიგნის წაკითხვა შესაძლებელია იოტა რიდერის აპლიკაციების (Android, iOS, Mac (Apple), Windows) საშუალებით.
წიგნის სარეალიზაციოდ განთავსება შეუძლია მხოლოდ საავტორო უფლების მქონე პირს, ინტერნეტმაღაზიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

წიგნის სარეალიზაციოდ განსათავსებლად, დაუკავშირდით რედაქციას:
ელ-ფოსტა: info@lit.ge
ტელეფონი: +995 32 214 66 55

საიტზე თქვენი რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ გაეცანით და ეთანხმებით საიტის წესებს.