კალათა

დეტალურად

წიგნი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბესტსელერად იქცა. წარსულში მაღალკვალიფიციური და წარმატებული ბუღალტერი ალენ კარი ზომაგადასული მწეველი იყო. ეს ჩვევა სიკვდილს უქადდა, სანამ 1983 წელს, სიგარეტის გადაგდების აურაცხელი და უშედეგო მცდელობის შემდეგ, ამ ჩვევის სამუდამოდ თავგანებების საკუთარი ხერხი არ შეიმუშავა. მან ნიკოტინისგან თავის დაღწევის მეთოდი ჩამოაყალიბა, რაც ახლა „სიგარეტის გადაგდების იოლი გზის“ სახელით არის ცნობილი. მისმა ფენომენალურად ეფექტურმა მეთოდმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. შესაძლოა, ამ წიგნის წაკითხვის მცირედი შიში დაგეუფლოთ. შესაძლოა, თვით ის აზრიც კი, მოწევას თავი რომ უნდა დაანებოთ, ყოველი მწევლისდაგვარად, გულს გიხეთქავთ და, თუმცა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ მოწევას ერთ მშვენიერ დღეს შეეშვებით, მაინც ამბობთ, ოღონდაც ეს დღევანდელი დღე ნუ იქნებაო. თუ იმას მოელით, რომ ლაპარაკს დაგიწყებთ, მოწევა მწევლის ჯანმრთელობას რა საშინლად ვნებს, ანდა მრავალი წლის განმავლობაში მოწევისას რამდენ ფულს ხარჯავთ, ან იმას გეტყვით, რომ მოწევა ვულგარული, საძაგელი ჩვევაა და თავად თქვენ უგუნური, უნებისყოფო არსება ხართ - უნდა გაგაწბილოთ. ამგვარი ხერხი თავად მე არასოდეს გამომდგომია, ხოლო თქვენ რომ გამოგდგომოდათ, მოწევას დიდი ხნის წინვე მიატოვებდით. კითხვის დასრულებისას თუ გადაწყვეტთ, რომ მოწევა უნდა განაგრძოთ, არაფერი დაგაბრკოლებთ. სანამ წიგნს კითხულობთ, არ არის არავითარი აუცილებლობა, რომ მოწევა შეამციროთ ანდა შეწყვიტოთ. გახსოვდეთ - აქ შოკოთერაპია არ არის. საუცხოო რამ უნდა გაუწყოთ! შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რას გრძნობდა გრაფი მონტე-კრისტო, როცა, როგორც იქნა, ციხიდან გაქცევა შეძლო? თავს მეც სწორედ ასე ვგრძნობდი, როცა ნიკოტინის მახეს თავი დავაღწიე. ამასვე გრძნობენ მილიონობით ყოფილი მწეველები, რომელთაც ჩემი მეთოდი გამოიყენეს. სწორედ ამას იგრძნობთ თქვენც, როცა წიგნის კითხვას დაასრულებთ! თუ მწეველი არა ხართ და წიგნს იმათთვის ყიდულობთ, ვინც გიყვართ, შეეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ წაიკითხონ. თუ მათ დარწმუნებას ვერ შეძლებთ, მაშინ თავად წაიკითხეთ და ბოლო თავი რჩევას მოგცემთ, წიგნის უმთავრეს იდეას ახლობლები როგორ აზიაროთ, აგრეთვე, მოწევას როგორ განარიდოთ თქვენი შვილები. ნუ მოტყუვდებით იმის გამო, რომ მათ ამჟამად მოწევა სძულთ. მოწევა ყველა ბავშვს სძულს, სანამ დაეჩვევიან. ალენ კარი.
  • წინათქმა
  • გაფრთხილება
  • შესავალი
  • 1. ნიკოტინზე მიჯაჭვულობის უმძიმესი შემთხვევა, რაც კი ოდესმე შემხვედრია
  • 2. იოლი გზა
  • 3. მოწევისთვის თავის დანებება ძნელი რატომ არის?
  • 4. მზაკვრული მახე
  • 5. მოწევას რატომ განვაგრძობთ?
  • 6. ნიკოტინზე მიჯაჭვულობა
  • 7. „ტვინის არევა“ და „მთვლემარე პარტნიორი“
  • 8. გადაჩვევის სატანჯველის შემსუბუქება
  • 9. სტრესი
  • 10. მოწყენილობა
  • 11. კონცენტრაცია
  • 12. რელაქსაცია
  • 13. „კომბინირებული“ სიგარეტები
  • 14. რას ვაგდებ?
  • 15. ნებაყოფლობითი მონობა
  • 16. რამდენ ფულს დავზოგავ?
  • 17. ჯანმრთელობა
  • 18. ენერგია
  • 19. მოწევა მამშვიდებს და თავდაჯერებულობას მინერგავს
  • 20. ავბედითი ჩრდილები
  • 21. მწეველთა უპირატესობანი
  • 22. ნებისყოფის მეთოდი
  • 23. მოწევის შემცირებას მოერიდეთ
  • 24. მხოლოდ ერთი სიგარეტი
  • 25. დროგამოშვებით მწევლები, მოზარდები, არამწევლები
  • 26. მალული მწეველი
  • 27. საზოგადოებრივი ჩვევა?
  • 28. დროის შერჩევა
  • 29. სიგარეტი მომენატრება თუ არა?
  • 30. ხომ არ გავსუქდები?
  • 31. ყალბ სტიმულებს მოერიდეთ
  • 32. სიგარეტის გადაგდების იოლი გზა
  • 33. გადაჩვევის პერიოდი
  • 34. მხოლოდ ერთი გაბოლება
  • 35. გამიძნელდება თუ არა?
  • 36. მარცხის ძირითადი მიზეზები
  • 37. შემცვლელები
  • 38. ცდუნებას უნდა მოვერიდოთ?
  • 39. „ჟამი ზეშთაგონებისა“
  • 40. ბოლო სიგარეტი
  • 41. ბოლო გაფრთხილება
  • 42. თორმეტი წლის გამოძახილი
  • 43. დაეხმარეთ ჩასაძირად განწირულ გემზე დარჩენილ მწეველს
  • 44. რჩევა არამწევლებს
  • დასასრული: სირცხვილს ბოლო უნდა მოეღოს
  • სქოლიო