კალათა

დეტალურად

ძვირფასო მკითხველო, დიდი იმედი მაქვს, ამ წიგნის წაკითხვა თავშესაქცევად არ განგიზრახავთ. და თუ ვცდები, გირჩევთ, მყისვე გაუშვათ მას ხელი, იმიტომ, რომ ყველა იმ წიგნიდან, რომლებიც ობოლ ბოდლერთა უიღბლო ცხოვრებას ეძღვნება, „საზარელი სამხერხაო“ ალბათ ყველაზე გულისმომკვლელი გამოვიდა: ვიოლეტ, კლაუს და სანი ბოდლერებს სამუშაოდ გაამწესებენ ქალაქ პოლტრივილის სამხერხაოში, სადაც მათ ყოველი მორისა და ფიცრის უკან უბედურება და განსაცდელი ელით. ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით ისეთ უსიამოვნო რაღაცებს, როგორებიცაა მარწუხებიანი მანქანა, საზიზღარი ლაზანია, კვამლისთავა კაცი, ჰიპნოტიზიორი, უბედური შემთხვევა, რომელიც ტრავმით დასრულდა... მე დაგპირდით, ამ სამი საბრალო ბავშვის ისტორიას სრულად აღვწერ-მეთქი, მაგრამ თქვენ არაფერსაც არ დამპირებიხართ. ასე რომ, თუ უფრო მხიარული ამბებისკენ მიგიწევთ გული, არ მოგერიდოთ, საკითხავად რამე სხვა შეარჩიეთ. პატივისცემით, ლემონი სნიკეტი
  • თავი პირველი
  • თავი მეორე
  • თავი მესამე
  • თავი მეოთხე
  • თავი მეხუთე
  • თავი მეექვსე
  • თავი მეშვიდე
  • თავი მერვე
  • თავი მეცხრე
  • თავი მეათე
  • თავი მეთერთმეტე
  • თავი მეთორმეტე
  • თავი მეცამეტე