კალათა

დეტალურად

ელის კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ, რის გამოც გოგონა ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში... თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ელის ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ... ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება, რომ ელის დისლექსია, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევა აქვს და დახმარება სჭირდება; მისი დამსახურებით, თანდათან მთელი სკოლა რწმუნდება, რომ ელი არანორმალური კი არა, პირიქით, ნიჭიერი მხატვარი და მოაზროვნე მოსწავლეა. „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია; რომ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“. სხვათა შორის, დისლექსია ბავშვობაში აინშტაინს და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს ჰქონდა.
  • თავი 1. ისევ უსიამოვნება
  • თავი 2. ყვითელი ბარათი
  • თავი 3. ჩემზე არ არის დამოკიდებული
  • თავი 4. ჩიტი გალიაში
  • თავი 5. ვერცხლის დოლარები და ხის ხუთცენტიანები
  • თავი 6. მონეტა, რომელსაც სამი მხარე აქვს
  • თავი 7. აქ ბაბუები არ არიან
  • თავი 8. ნამდვილი უსიამოვნება
  • თავი 9. არაფრით სავსე ჩანთა
  • თავი 10. დაპირება
  • თავი 11. ერბოკვერცხი
  • თავი 12. რა გაწუხებს, ალბერტ?
  • თავი 13. ყვავილები
  • თავი 14. ყუთში და ყუთის გარეთ
  • თავი 15. დაუზეთავი მექანიზმი
  • თავი 16. ჩემი გეგმა
  • თავი 17. დეფექტური სათამაშოების ლანჩი
  • თავი 18. სიმართლე და სიცრუე
  • თავი 19. არცთუ ისე სასიამოვნო საიდუმლო
  • თავი 20. მერე ეს კარგია?
  • თავი 21. პეპლისთვის ჩათქმული ნატვრა
  • თავი 22. დედოფალს ასე არ ექცევიან
  • თავი 23. სიტყვები, რომლებიც სუნთქავენ
  • თავი 24. წარმოსახული გმირი
  • თავი 25. დღესასწაული თუ განადგურება?
  • თავი 26. დამალვა
  • თავი 27. ნახევრად გამომცხვარი შუადღე
  • თავი 28. ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება
  • თავი 29. თევზი ხეზე
  • თავი 30. საბრალო მეფე
  • თავი 31. სახლისკენ ბევრი გზა მიდის
  • თავი 32. ეკრანიდან
  • თავი 33. შესაძლებლობები
  • თავი 34. ვარსკვლავის დაბადება
  • თავი 35. გამოსახულება უთვალავ სიტყვას უდრის
  • თავი 36. ცხოვრება თამაშს ჰგავს
  • თავი 37. წიწილა, მგელი და თავსატეხი
  • თავი 38. ხელმოცარული – პრეზიდენტად
  • თავი 39. შეის
  • თავი 40. სხვადასხვანაირი ცრემლები
  • თავი 41. არცთუ ისე საიდუმლო წერილი
  • თავი 42. ბოდიშის მოხდის ნიჭი, სკოჩი და ანტიბიოტიკები
  • თავი 43. სამყაროს ცეცხლი შევუნთეთ
  • თავი 44. არაჩვეულებრივი მეექვსეკლასელის ამბავი
  • თავი 45. ჩემი ძმის შეკითხვა
  • თავი 46. მფრინავი ვეფხვები და პატარა სპილოები
  • თავი 47. დიადი გონების ადამიანები ერთნაირად არ ფიქრობენ
  • თავი 48. ოლივერი მიიჩნევს, რომ გამიმართლა
  • თავი 49. სინათლეს ვხედავ
  • თავი 50. გმირობა
  • თავი 51. გამბედავი გენიოსი