კალათა

დეტალურად

ეკონომიკის საფუძვლები დამწყებთათვის

ვლადიმერ ბასარია

გამომცემლობა უსტარი

მეცნიერება

წიგნი განკუთვნილია ეკონომიკური დისციპლინის საფუძვლების შესასწავლად. ავტორი იმედოვნებს, რომ წიგნი, რომელიც ეკონომიკური მეცნიერების გამოჩენილი წარმომადგენლების გრ. მენქიუს და ი. ლიპსიცის აღიარებულ სახელმძღვანელოებზე დაყრდნობითაა დაწერილი, დაეხმარება მკითხველს: გაერკვეს ეკონომიკის რაობაში; გაეცნოს საბაზრო ეკონომიკის სისტემას; დაეუფლოს ბანკების მუშაობის ზოგად პრინციპებს; შეისწავლოს შრომის ბაზრის ბუნება, მისი სოციალური პრობლემატიკა, უმუშევრობის მიზეზები; გაიგოს, ძირითადად რაში მდგომარეობს სახელმწიფოს ეკონომიკური ამოცანები და გაერკვეს სახელმწიფო ფინანსების რაობაში; გააცნობიეროს, რას უკავშირდება ეკონომიკური ზრდის მიზეზები; შეისწავლოს საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომიკური ასპექტები.
  • თავი 1. ეკონომიკის არსი
    • რა არის ეკონომიკა
    • შეზღუდული ეკონომიკური რესურსები
  • თავი 2. საბაზრო ეკონომიკური სისტემა
    • ეკონომიკური სისტემები
    • ბაზრის მართვის ძალები
    • როგორ მუშაობს ბაზარი
  • თავი 3. ფულის სამყარო და ბანკები
    • რისთვის შეიქმნა ფული
    • ბანკის წარმოშობის მიზეზები და ბანკების სახეები
    • დაკრედიტების პრინციპები
    • ცენტრალური ბანკის როლი ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეგულირების საქმეში
  • თავი 4. ადამიანი შრომის ბაზარზე
    • შრომის ბაზრის ეკონომიკური ბუნება
    • რა არის ხელფასი და რაზეა ის დამოკიდებული
    • პროფკავშირები და შრომითი კონფლიქტები
    • ხელფასის ფორმირების სოციალური ფაქტორები
    • უმუშევრობის მიზეზები და მათი სახეები
    • როგორაა შესაძლებელი უმუშევრობის შემცირება
  • თავი 5. რა არის ფირმა და როგორ მოქმედებს ის ბაზარზე
    • რისთვის იქმნება ფირმები
    • ფირმების საქმიანობის ეკონომიკური საფუძვლები
    • ბუნებრივი მონოპოლია
    • წარმატებული ბიზნესის შექმნის წინაპირობები
    • საოჯახო მეურნეობების შემოსავლები და ხარჯები
  • თავი 6. სახელმწიფოს ეკონომიკური ამოცანები და სახელმწიფო ფინანსები
    • ეკონომიკის რეგულირების საქმეში სახელმწიფოს ჩარევის ძირითადი მიზეზები და მეთოდები
    • მშპ
    • გადასახადები, როგორც სახელმწიფოს შემოსავლების ძირითადი წყარო
    • როგორ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ფორმირება
  • თავი 7. ეკონომიკური ზრდის მიზეზები, საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომიკური ასპექტები
    • ეკონომიკური ზრდა და მისი დაჩქარების შესაძლებლობები
    • XXI საუკუნის ძირითადი ეკონომიკური პრობლემები
    • საერთაშორისო ვაჭრობა და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე
    • სავალუტო ბაზარი და ვალუტის კონვერტირებადობა