კალათა

დეტალურად

„ჩხერკეთელაობის“ მთავარი პერსონაჟები – ედინბურგის დოკერთა ღარიბული რაიონის, ლეიტის მცხოვრებლები – რენტსი, თიშიკო, ქლიავა და ბეგბი, ერთი შეხედვით, თითქოს მხიარული და თავქარიანი მეგობრები, სინამდვილეში მარგინალი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც უაზრო და მძიმე ყოფა აქვთ. მათ თავგადასავლებში ჩანს ნარკოტიკებში ჩაკარგული ადამიანების ყოველდღიური სევდა, საზრუნავი, სიკეთე თუ ბოროტება. თითოეული მათგანი თავის ისტორიას მოგვითხრობს და ყოველი ეპიზოდი დასრულებულ ამბავს ქმნის. ცნობილია, რომ შოტლანდიელი მწერალი ირვინ უელში, რომელიც ახალგაზრდობაში მძიმე ნარკომანიით იყო შეპყრობილი, „ჩხერკეთელაობის“ მთავარი პერსონაჟის, რენტსის პროტოტიპია. ეს მისი პირველი რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და არაერთგვაროვანი კრიტიკის მიუხედავად უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. 1996 წელს კი ამ რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა, რომელსაც მკითხველი Trainspotting-ის სახელით იცნობს, ის საკულტო ნაწარმოებად აქცია.
  • გადაგდება
    • ნარკუშები, ჟან-კლოდ ვან დამი და დედა იღუმენია
    • ნარკუშების დილემა N63
    • ედინბურგის ფესტივალის პირველი დღე
    • ავარდნილში
    • ზრდასრულ ასაკში საჯაროდ შესვლა
    • გამარჯვება ახალი წლის ღამეს
    • არანაირი ბაზარი არ იყო
    • ნარკუშების დილემა N64
    • მისი კაცი
    • დასაქმება სპიდის ზეგავლენის ქვეშ
  • ისევ შეჯდომა
    • შოტლანდია ნარკოტიკებს ფსიქოლოგიური თავდაცვის მიზნით მოიხმარს
    • ბაკალი
    • მაგრა გატეხა
    • სირის პრობლემები
    • ტრადიციული საკვირაო საუზმე
    • ნარკუშების დილემა N65
    • დარდი და გლოვა მზიურ პორტში
  • ისევ გადაგდება
    • სრული დაფინთიხება
    • ნა-ნა და სხვა ნაცები
    • პირველი სექსი ამ საუკუნეში
    • გასეირნება მდელოებზე
  • ბოლომდე ჩაშვება
    • თვითონ გამიჩალიჩეს
    • ნარკუშების დილემა N66
    • ჩაძაღლებული ძაღლები
    • შინაგანი ადამიანის ძიებაში
    • შინაპატიმრობა
    • ზედ კუბოს თავზე
    • ნარკუშების დილემა N 67
  • გადასახლებაში
    • წინ და უკან ყიალი მთელ ლონდონში
    • ბინძური სისხლი
    • არსებობს შუქი, რომელიც არასდროს ქრება
    • თავისუფლების შეგრძნება
    • მოუხელთებელი მისტერ ჩემიფუჩუ
  • შინ
    • იოლი ფული პროფესიონალებისთვის
    • საჩუქარი
    • მეთის შესანდობარი
    • ფხიზლების დილემა N1
    • დედითქვენის რომ მიირთვით, ღმერთმა შეგარგოთ!
    • ჩხერკეთელაობა ლეიტის ძველ ცენტრალურ სადგურში
    • ფეხქვეშ გათელილი უფეხო კაცი
    • ზამთარი უესტ-გრენტონში
    • შოტლანდიელი ჯარისკაცი
  • თამაშიდან გასვლა
    • ვაგზლიდან ვაგზლისკენ
  • სქოლიო