კალათა

დეტალურად

1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. 2008 წელს ჟურნალმა „ტაიმსმა“ მას 50 საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელ ავტორთა სიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა. უილიამ გოლდინგი მუშაობდა მასწავლებლად, მოღვაწეობდა თეატრში, პოეზიაში, მუსიკაში, იბრძოდა საზღვაო ძალებში. მწერლის ინტერესის სფეროებმა გავლენა მის ნაწარმოებებზეც მოახდინა. უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი“ (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას“ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან. ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული. „ბუზთა ბატონი“ გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.
  • თავი პირველი − ნიჟარის ხმა
  • თავი მეორე − ცეცხლი მთაზე
  • თავი მესამე − ქოხები სანაპიროზე
  • თავი მეოთხე − შეღებილი სახეები და გრძელი თმა
  • თავი მეხუთე − ურჩხული წყლიდან ამოდის
  • თავი მეექვსე − ურჩხული ციდან ჩამოდის
  • თავი მეშვიდე − ჩრდილები და მაღალი ხეები
  • თავი მერვე − ძღვენი წყვდიადისთვის
  • თავი მეცხრე − სიკვდილის სახე
  • თავი მეათე − ნიჟარა და სათვალე
  • თავი მეთერთმეტე − კოშკი – კლდე
  • თავი მეთორმეტე − მონადირეთა ყიჟინა
  • სქოლიო