კალათა

დეტალურად

ვაფლის გულები – მე და ლენა მათილდეს-ნაფოტებში

მარია ფარი

გამომცემლობა ქარჩხაძის გამომცემლობა

მთარგმნელი თამარ ტაბახმელაშვილი

საბავშვო

თარგმანი ნორვეგიულიდან

ცხრა წლის თრილე და ლენა მეზობლები და საუკეთესო მეგობრები არიან – ყოველ შემთხვევაში, თრილე ასე ფიქრობს, მიუხედავად იმ ფათერაკებისა, რაშიც მუდმივად ეხვევა ლენას გამო. ზღვისპირა მათილდეს-ნაფოტებში მათ უამრავი დრო აქვთ, რათა აღადგინონ ნოეს კიდობანი (ლენა მას ნოეს კაიაკს ეძახის), დატკბნენ ზაფხულის დღესასწაულებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლენას ახალი მამის მოსაძებნად განცხადებაც კი გამოაკრან. თრილე და ლენა მათ მხიარულ თავგადასავლებში მოხვედრილ მკითხველებს შესანიშნავ კომპანიას გაუწევენ და თან იმაზეც დააფიქრებენ, თუ რა არის ოჯახი და მეგობრობა.
  • ჭუჭრუტანა ცოცხალ ღობეში
  • თრილე-ბიჭი და ციცქნა გოგო
  • ჯადოქრის ჩაქრობა
  • ნოეს კაიაკი
  • „ვეძებთ მამას“
  • პაპისა და პაპიდის ბრძოლა მათილდეს-ნაფოტებში
  • ისაკი
  • „შობას გილოცავთ“ – შუა ზაფხულში
  • როგორ დავამსხვრიე ლენა
  • ზაფხულის დასასრული
  • ცხვრის მორეკვა და შვეულმფრენით გასეირნება
  • ლენას ხელჩართული ჩხუბი
  • თოვლი
  • ჩემი ცხოვრების ყველაზე სევდიანი დღე
  • მე და პაპა
  • ციგით შეჯახება, ტვინის შერყევა და მფრინავი ქათამი
  • მთიელი-იონი და იონის-ჯაგლაგი
  • ლენა და მე მეორე მსოფლიო ომს ვთამაშობთ
  • ხანძარი
  • ბუნიობის დღესასწაულის სიძე-პატარძალი