კალათა

დეტალურად

სამოთხის სარკმელი

ცირა ყურაშვილი

გამომცემლობა საუნჯე

პოეზია

ამ წიგნში მკითხველს შეხვედრა ელის ცირა ყურაშვილის პოეტურ სამყაროსთან, რომლის ძირითადი ნიშანსვეტი, ხასიათი, სააზროვნო სივრცე, ენა, მუსიკა, მეტაფორული აზროვნება ემსახურება ადამიანში მარადისობის აღმსარებლობას. ყველა შთაბეჭდილება არის ინსტრუმენტები, რითაც პოეტი დიდი გამჭვირვალე, უდროო სამყაროდან კვეთს თავისი რწმენის, თავისი ღმერთის სახეს, რომლისკენაც სურს სვლა მას. დიდი ემოციის, დრამატიზმის, ცეცხლოვანი ენერგიის ნიშნით იწერება და ითქმება პოეტისაგან ყველაფერი, თუმცა ამ ემოციას ყოველთვის სდევს ღვთისმოსაური ძალმოსილების საოცარი ხიბლი. ცირა ყურაშვილის შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოებები რელიგიური ხასიათისაა. ეს არის მთელი კორპუსი, სადაც გაშლილია რელიგიურ განცდათა რთული, ნაირგვარი სპექტრი; ავტორისათვის ეს ყველაფერი მოდური თემით კოპწიაობა კი არ არის, არამედ სულის ხსნისათვის თავგანწირული კვეთებაა, სისხლხორცეული პიროვნული ოდისეაა სულიერების ძნელ გზაზე. რელიგიური თემატიკა ერთგვარი ანტითეზაა ირონიულ-პაროდიული ტიპის ნაწარმოებებისა, რომლებიც ცირა ყურაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს განეკუთვნება; ეს არის მისი უაღრესად მრავალმხრივი შემოქმედების ორი პოლუსი; თუ ის პირველი პერიოდი თამამი მოდერნისტული მცდელობა იყო ღირებულებათა გადაფასებისა, ამ მეორე, რელიგიურ პერიოდში ქრისტიანულ ღირებულებათა უზენაესობის აღიარებაა გაცხადებული. ამითაც არის საინტერესო პოეტის შემოქმედების ამ ორი პოლუსის ერთ კრებულში წარმოჩენა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • «სამოთხის სარკმელი“
  • წმიდა ნინო
  • მიქაელ მთავარანგელოზის სადიდებელი
  • მამა
  • პეტრე
  • მამა ანდრიას სულს
  • პატარ-პატარა საკრავების საუკუნო ცხოვრება
  • მღვდელი ბავშვებით
  • რაბი
  • ბელიარის პამპულები
  • მარი
  • *** (ჰო, დედაჩემო)
  • *** (დედა დამაბრუნე ბავშვობაში)
  • პაემანი
  • გადალოცვა
  • გულო
  • ცარიელი თვალები
  • ხელები საყვარელ სახისკენ
  • სიახლოვე
  • ნანა გასვიანის ყვავილები
  • მაია ჩიქოვანი ქუჩაში
  • თავაწეული ქალი
  • ჩემი მოწყენის მიზეზი
  • შავი თოვლი
  • შელოცვის ხმაზე
  • მიმელის კარავი
  • ბნედისი დეკემბრის ღამით
  • ბონკო. წმიდა ადგილი დაფნის გორაზე
  • კუ დინოზავრების ქალაქში
  • სიმინდის ფშვნა აივანზე
  • სელაპის დაბრუნება
  • ფსალმუნზე მჯდარი დიდი ბაყაყი
  • ყვითელი შლაპა
  • მთვარეული კედელზე ყვითელი შლაპით
  • ქართველთა რბევა ჩამავალი მზის ქვეყნის მოლაშქრეთაგან
  • ყაჩაღური თავდასხმა წითელ აჩრდილზე და მისი ხელყოფა
  • 1993, 1 მაისი
  • ჩვენი სამშობლოს უბედურება
  • ჩემო ქვეყანავ
  • გადამთიელო
  • ქვა
  • გასროლა გეორგინების ქუჩიდან
  • გიურზა – მძულვარე ლექსი
  • კედელზე მიჭყლეტილი კოღოს ეპიტაფია
  • ნაგვის ყუთის ოპტიმისტური დღე
  • წოიო ჩიტი გაავდრებას იტყობინება
  • ვუცდი წყალს, მაწუხებს გაფუჭებული მაცივარი და ვფიქრობ ქმარზე
  • ვიხსენებ სათბურს და ვყიდულობ ძვირფასიან პომიდორს
  • სუფრაზე ღორის თავი მოწყენით შეჰყურებს ბანანებიან თეფშს
  • ვუძღვნი ჩემს ფოტოაპარატს «ზენიტ TTL»–ს
  • ეჰ, როგორ დადნი ბებიაჩემო!
  • აეროდრომის სასადილოს ოფიციანტი ქალის დამშვიდობება მზარეულ ვაჟთან სამუშაოს დატოვების წინ
  • ფიქრი დაკარგულ საფულეზე
  • დუეტი მუსიკის თანხლების გარეშე
  • ტრიპტიქი
  • ჭიპი
  • ფრთხილად, წინ სახიფათო ადამიანებია
  • უკურთხებელი სახლი
  • გავიცინო, თუ სადმე წავიდე
  • ქარგის კარისკაცი
  • სქოლიო