კალათა

დეტალურად

1861 წელს, როდესაც რიჰარდ ვაგნერი თავის ერთადერთ მუსიკალურ ესეს წერს სახელწოდებით „რიჰარდ ვაგნერი და ტანჰოიზერი პარიზში“, პარიზული მაღალი საზოგადოებისა და კრიტიკის დიდი ნაწილის მიერ ვაგნერის შემოქმედების უკუგდებას მოწამეობრივ რიტორიკაში განიხილავს: ზედაპირულმა საზოგადოებამ გენიოსს ვერ გაუგო, მაგრამ მოვა დრო და გენიოსის სიცოცხლეშივე თუ მისი სიკვდილის შემდეგ, ჭეშმარიტი ხელოვნება გაიმარჯვებს ხალხის, კონფორმისტებისა და ოპორტუნისტების ამაოებაზე. შარლ ბოდლერი (1821-1867) და რიჰარდ ვაგნერი (1813-1883) თავისუფლად შეგვიძლია მათი ეპოქის სახელოვნებო სივრცის სანიმუშო წარმომადგენლებად მივიჩნიოთ, რამდენადაც, მწერალ გუსტავ ფლობერთან (1821-1880) ერთად, ამ ორი ხელოვანის ცხოვრება, შემოქმედება და საჯარო სივრცესთან ურთიერთობა ქრესტომათიული სახით წარმოაჩენს XIX საუკუნის შუახანებში სრულიად ახალი ტიპის ხელოვანის დაბადებას, რომელიც XXI საუკუნეშიც კი დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორია ხელოვანის თვითაღქმა, როგორ აღიქვამს მას საზოგადოება და რა სოციალურ და ეკონომიკურ წესებს ემორჩილება მისი ცხოვრება და შემოქმედება.
  • ხელოვანი ბოდლერისა და ვაგნერის ეპოქაში და „ტანჰოიზერის“ სკანდალი პარიზის ოპერაში
    • I. პარიზის ბაზრის ჯადოქრები
    • II. მომავლის მუსიკოსის წარსული მუსიკა პარიზში
    • III. ბოდლერის ვაგნერი
  • ბოდლერის წერილი ვაგნერისადმი
  • რიჰარდ ვაგნერი და ტანჰოიზერი პარიზში
  • კიდევ ორიოდე სიტყვა
  • სქოლიო