კალათა

დეტალურად

სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები

მიშელ უელბეკი

გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი ირმა ტაველიძე

ესეისტიკა

თარგმანი ფრანგულიდან

მიშელ უელბეკს (1956), გონკურის პრემიის ლაურეატ ფრანგ მწერალს, მკითხველები, უმეტესწილად, რომანებით იცნობენ. მისი ლექსები თუ ესეები ერთგული მკითხველების შედარებით ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იან წლებში ის მემარცხენე მიმართულების ჟურნალ Les Inrockuptibles-თან თანამშრომლობდა და მცირე ზომის პროზაულ ტექსტებს წერდა. მათი საუკეთესო ნაწილი ამ წიგნშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, წიგნში შესულია მიშელ უელბეკის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ესე: „სიცოცხლის გაგრძელება: სახელმძღვანელო“ და „დაბნეულობის ზღვარზე“. „ჩვენი სამყაროს მთავარი მოწმე“ – ასე დაახასიათა ფრანგულმა პრესამ მიშელ უელბეკი გონკურის პრემიის მიღების შემდეგ. მწერალი, რომელიც მტკივნეული თემებით მანიპულირებას, ღია ჭრილობებზე მარილის დაყრას არ ერიდება, საზოგადოების მხრიდან თანაბრად იღებს სიყვარულსა და სიძულვილს. მის ესეებში სწორედ ეს ფხიზელი დამკვირვებელი ჩანს, ვინც ზოგჯერ კონტურებს იმისთვის ამუქებს, რომ საერთო სურათში სიმართლე უფრო იოლად აღსაქმელი გახადოს. მისი სიმართლე კი ყოველთვის ძალიან მწარე და აქტუალურია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სიცოცხლის გაგრძელება
    • თავიდან – ტანჯვა
    • დანაწევრებული მეტყველება
    • გადარჩენა
    • დარტყმა ყველაზე მტკივნეულ ადგილას
  • მკვდარი დრო
    • რა გინდა აქ?
    • გერმანელი
    • საპენსიო ასაკის შემცირება
    • კალე – ქალაქი პა-დე-კალეში
    • კომედია მეტროპოლიტენში
    • გამოცდა, რომელსაც უნდა გაუძლო
    • რისთვის გვჭირდება კაცები?
    • დათვის ტყავი
  • დღესასწაული
  • ჟაკ პრევერი იდიოტია
  • ცარიელი ცა
  • დაკარგული მზერა
  • დაბნეულობის ზღვარზე
    • თანამედროვე არქიტექტურა, როგორც გადაადგილების აჩქარების ვექტორი
    • სავაჭრო სტენდების აგება
    • გამოთვლების გამარტივება
    • ინფორმატიკის მოკლე ისტორია
    • დაღლილობის ნიშნები
    • სამყარო, როგორც სუპერმარკეტი და დაცინვა
    • შეჩერებული მოძრაობის მუსიკა
  • სქოლიო