კალათა

დეტალურად

გაქვთ იდეა და ეძებთ მისი განხორციელების გზას? გაქვთ ცვლილებების დაწყების სურვილი და აყალიბებთ თვალსაზრისს? გჭირდებათ შთაგონების გაზიარების ოპტიმალური მეთოდი? საამისოდ ბრიჯიტ კობის ეს წიგნი გამოგადგებათ. ავტორი – საქმიანი და წარმატებული პიროვნება – ზედმიწევნით აყალიბებს მიზნის მიღწევის თეორიას. მისი წიგნი ახალი იდეების, თვალსაზრისების ფოკუსირების საუკეთესო საშუალებაა. ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა, სწორად დაინახო მიზანი და აქციო ის სასიამოვნო თავგადასავლად. ავტორი ცდილობს აგვიხსნას, რამდენად არის წარმატება და ოცნებების ახდენა თავად ჩვენზე დამოკიდებული, სად ვუშვებთ შეცდომას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ სასურველი შედეგის მისაღწევად. კობის თეორიას ბევრი საერთო აქვს მენეჯმენტის ზოგად პრინციპებთან, თუმცა წიგნი მეტია, ვიდრე მენეჯმენტის სახელმძღვანელო - ესაა პრაქტიკული მაგალითებით გამდიდრებული თეორია იმისა, თუ როგორ უნდა შექმნა შენი საქმე და მიაღწიო მიზანს.
  • ავტორის შესახებ
  • წინასიტყვაობა
  • პირველი ნაწილი - განსაზღვრე, განავრცე და შეასრულე
    • ნაბიჯი №1 - განსაზღვრე, რა გჭირდება და რა – არა
    • ნაბიჯი №2 - კარგი იქნება შენთვის ის, რაც გსურს?
    • ნაბიჯი №3 - შექმენი ცხადი სურათი
    • ნაბიჯი №4 - შეასრულე და ყველას გააგებინე!
  • მეორე ნაწილი - დაგეგმე ისევ და ისევ
    • ნაბიჯი №5 - განსაზღვრე მიდგომები
    • ნაბიჯი №6 - შექმენი გეგმის მონახაზი
    • ნაბიჯი №7 - დარწმუნდი, რომ ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება
    • ნაბიჯი №8 - შეაჯამე გეგმა
    • ნაბიჯი №9 - ვინ იქნება შენი წარმატების მხარდამჭერი?
  • მესამე ნაწილი - აირჩიე გზა!
    • ნაბიჯი №10 - იზრუნე საკუთარ თავზე!
    • ნაბიჯი №11 - მიიყვან საქმეს ბოლომდე?
    • ნაბიჯი №12 - რწმენის პრობლემა
    • ნაბიჯი №13 - გაუმკლავდი შიშსა და სიმხდალეს
    • ნაბიჯი №14 - აიმაღლე საკუთარი თავის რწმენა
    • ნაბიჯი №15 - იკისრე პასუხისმგებლობა
    • ნაბიჯი №16 - შეამცირე მარცხის ალბათობა
    • ნაბიჯი №17 - კიდევ ერთხელ გადახედე გეგმას და დაიწყე!
  • მეოთხე ნაწილი - დაიწყე და მიიყვანე ბოლომდე!
    • ნაბიჯი №18 - როცა პატარა ნაბიჯები დიდ ნახტომს ქმნის
    • ნაბიჯი №19 - იზეიმე წარმატება. შეინარჩუნე დადებითი ემოცია
    • ნაბიჯი №20 - მოტივაცია, სიმტკიცე და ყოველდღიური მუშაობა
    • ნაბიჯი №21 - გააქრე წარმატების ბარიერები
    • ნაბიჯი №22 - თანამიმდევრობის მნიშვნელობა
    • ნაბიჯი №23 - გაამხნევე საკუთარი თავი
  • რაღაც რომ ვერ გამოვიდეს?
  • შეჯამება: ახლა საით?
  • ბიბლიოგრაფია