კალათა

დეტალურად

დროის ეფექტიანად მართვა ჩვენი საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ჩვენთვის ეს პრობლემა ნაცნობია და წიგნის დასაწყისში ვხვდებით საკითხებს, რომლებზეც არაერთხელ გვიფიქრია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც დაგვრჩეს, თითქოს ავტორმა ჩვენი სამუშაო დღე აღწერა, არსებული სიტუაციების კატეგორიზაცია მოახდინა და შესაბამისი სახელები მოუძებნა. ქლეითონის ნაშრომი დაკვირვების, ანალიზისა და რეკომენდაციების ნაკრებია, რომელიც გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ დროის მართვა გაგიადვილდეთ. ნაშრომს ყველაზე ზუსტად ავტორი აფასებს, როცა აღნიშნავს, რომ არ სჯერა, თითქოს ადამიანს წიგნში აღწერილი ყველა იდეა გამოადგება, თუმცა სწამს, რომ ყველა აღმოაჩენს მისთვის გამოსადეგ რჩევას. ამრიგად, ამ წიგნზე დროის დახარჯვა ნამდვილად ღირს.
  • ავტორის შესახებ
  • შესავალი
    • წიგნის თავები და მათი თემები
    • რას მიიღებთ ამ წიგნიდან?
    • ავტორის მადლობა
  • ნაწილი 1 - დროის საუკეთესოდ მართვის საფუძვლები
    • თავი პირველი - როგორი დამოკიდებულება გაქვთ დროის მიმართ?
    • თავი მეორე - გააცნობიერეთ, როგორ იყენებთ დროს
    • თავი მესამე - დროის მართვის ექვსი ძირითადი საფუძველი
    • თავი მეოთხე - გაიაზრეთ, რისთვის აკეთებთ საქმეს
  • ნაწილი 2 - იმუშავეთ ეფექტიანად და მოერიდეთ მახეებს, რომლებიც დროს დაგაკარგვინებთ
    • თავი მეხუთე - როგორ აკეთოთ საქმე შედეგიანად
    • თავი მეექვსე - დრო რომ აკონტროლოთ, ყურადღება გაამახვილეთ პრიორიტეტებზე
    • თავი მეშვიდე - როდის გააგრძელოთ და როდის შეეშვათ საქმის კეთებას?
    • თავი მერვე - ვისთვის აკეთებთ საქმეს?
  • ნაწილი 3 - საბოლოო წარმატება
    • თავი მეცხრე - საქმის კეთებისას სხვა ადამიანების გამოყენება
    • თავი მეათე - OATS-ის პრინციპი: დროის მართვის საბოლოო პროცესი
    • თავი მეთერთმეტე - დროის განსაკუთრებული მმართველების სამი ქმედება
  • დასკვნა
  • დამატებითი ლიტერატურა