კალათა

დეტალურად

ტონიო კრიოგერი. სიკვდილი ვენეციაში

თომას მანი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი როზეტა დანელია თამარ ჯანელიძე

მცირე პროზა

თარგმანი გერმანულიდან

სერია ქართულად ნათარგმანები

თომას მანს აღიარება და მოგვიანებით ნობელის პრემია პირველმა რომანმა, „ბუდენბროკებმა“ მოუტანა. ხელოვანის ბედის თემაა გაშლილი მის ორ მოთხრობაში „ტონიო კრიოგერი“ და „სიკვდილი ვენეციაში“. ბიურგერულ საზოგადოებას არ ესმის ხელოვანის და სწორედ ამიტომ გრძნობს თავს ტონიო კრიოგერი მარტოსულად, მისი გარემოცვა უცხოა მისთვისვე, მაგრამ ტრაგედიაა ისიც, რომ თავადაც უცხოა საზოგადოებისთვის. თუმცა ბოლოს აღიარებს, რომ ჭეშმარიტი პოეტი არ არსებობს ყოველივე ადამიანურისა და ყოველდღიურობის სიყვარულის გარეშე. ცნობილი ხელოვანი გუსტავ აშენბახიც საზოგადოებას უპირისპირდება. მან მთელი სიცოცხლე ხელოვნებისა და სილამაზის მსახურებას მიუძღვნა და მაინც ვერ გაექცა ხელოვნების დეკადენტურობას. მწერალი ესთეტიზმის მაცდურ, ამორალურ მხარეზე მიუთითებს. იმაზე, რომ მხო ლოდ სილამაზის გაიდეალება ჩიხში აქცევს მას და მთავარ დანიშნულებას ართმევს. მაგრამ მშვენიერების საშუალების მიზნად ქცევა, მისი გაფეტიშება და მსახურება ცოდვისკენ უბიძგებს. მშვენიერების გაიდეალება და ზნეობაზე მაღლა დაყენება სიკვდილითაა აღბეჭდილი, მაგრამ რა ლამაზია ეს სიკვდილი, თითქოს მარადისობას უერთდება... სწორედ ამიტომ ვთავაზობთ ამ ორი მოთხრობის ახალ თარგმანს მკითხველს, რათა უფრო თვალნათლივ შეიგრძნოს ის პრობლემები, რომლებიც დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორიც ერთი საუკუნის წინათ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ტონიო კრიოგერი
    • 1.
    • 2.
    • 3.
    • 4.
    • 5.
  • სიკვდილი ვენეციაში
    • 1.
    • 2.
    • 3.
    • 4.
    • 5.
  • სქოლიო