კალათა

დეტალურად

პუბლიუს ვერგილიუს მარო (ძვ. წ. 70 – ახ. წ. 19) წარმოშობით საშუალო ფენიდან იყო. დაწყებითი განათლება ჯერ კრემონაში, შემდეგ კი მედიოლანუმში (თანამ. მილანი) მიიღო, 50-იანი წლების ბოლოს რომს მიაშურა. ძვ. წ. 42-39 წლებში მან დაასრულა „ბუკოლიკები“, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა. იგი მეცენატის ლიტერატურულ წრეს შეუერთდა და ავგუსტუსს დაუახლოვდა. სწორედ ამ უკანასკნელს უძღვნა მან მომდევნო პოემა „გეორგიკები“ („მიწათმოქმედებზე“). პოემის დასრულების შემდეგ ვერგილიუსმა მეცენატისაგან საგანგებო დავალება მიიღო, შეეთხზა ეპოსი რომის დიდებულ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. „ენეიდა“, სადაც დამუშავებულია თქმულება ტროის დარბევის შემდეგ აფროდიტესა და ანქისეს ვაჟის ტროელი ენეასის თავგადასავლისა, პოეტმა ძვ. წ. 19 წელს დაასრულა, თუმცა მის სრულყოფას მომდევნო სამი წლის განმავლობაში გეგმავდა, რაც აღარ დასცალდა. ვინაიდან იულუსების გვარი თავის წარმომავლობას ენეასის ვაჟს, ასკანიუსს (იულუსს) უკავშირებდა, „ენეიდა“ ავგუსტუსის წინაპართა სადიდებელიც იყო.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პუბლიუს ვერგილიუს მარო
  • წიგნი პირველი
  • წიგნი მეორე
  • წიგნი მესამე
  • წიგნი მეოთხე
  • წიგნი მეხუთე
  • წიგნი მეექვსე
  • წიგნი მეშვიდე
  • წიგნი მერვე
  • წიგნი მეცხრე
  • წიგნი მეათე
  • წიგნი მეთერთმეტე
  • წიგნი მეთორმეტე
  • სქოლიო