კალათა

დეტალურად

„იმპერიის ორსულობა“, რომელიც სამ ვრცელ მოთხრობას აერთიანებს, ზურა ოდილავაძის პირველი წიგნია. ამბები საქართველოს უახლოესი წარსულიდან (1960-2000 წწ.) საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ავტორი თავად არის პერსონაჟი, რომელმაც გამოიარა ყველაფერი, რაც იმპერიის ნგრევას მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ავტობიოგრაფიულია და მწერალი საკუთარი ცხოვრების ეპიზოდებს აცოცხლებს. სურათი ტრაგიკულია. ქაოსისა და უგზოობის ეპოქა არჩევანს არავის უტოვებს; თითქოს იმედიც დაკარგულა და მიზანიც, რისთვისაც ღირს ბრძოლა. ერთადერთი საზრუნავი ნებისმიერი გზით ნარკოტიკის შოვნაა. წიგნში ყველაფერია: ზიზღი, ხელის ჩაქნევა, გულის აყრა, ღალატი. იმპერიის არსებობის მიწურულს ცხოვრება თითქოს ერთი უზარმაზარი ჩიხია, რომელშიც ყველა ერთად აღმოჩნდა. ამიტომაცაა, რომ მსგავსია თითოეულის ტრაგედიაც და სევდაც, რომელიც მათ მეტყველებაში, ქმედებაში, მომავლის მოლოდინშიც კი იგრძნობა. ეპოქამ ბევრი იმსხვერპლა, თუმცა ზოგიერთმა მოახერხა და დალაშქრა თავისი მწვერვალი, გახდა რაინჰოლდ მენსერზე უფრო ძლიერი და ნამდვილი მებრძოლივით, რომელიც ომის ყველაზე სასტიკი წინააღმდეგია, ახლა ამბობს, რომ ცხოვრებისგან გაქცევა, თუნდაც ყველაზე მძიმე ცხოვრებისგან, გამოუსწორებელი შეცდომაა, რომ „ადამიანის მთავარი ნიჭი, მისწრაფება, მიზანი განვითარება და წარმატებაა“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • კინოეპოპეა – „ტოტალიტარიზმის ძეგლი – ტორტი რესპუბლიკური“
    • ფილმი პირველი. იმპერია იმპერიაში
      • კადრი I. რაინჰოლდ მესნერზე არანაკლები
      • კადრი II. „გაერთიანებული სამეფოს“ მონარქი
      • კადრი III. „რკინის ფარდის“ მიღმა
    • ფილმი მეორე. სიყვარული და წამალი
      • კადრი I. თიკა და ამბავი გამონებისა დავითისა, „რესპუბლიკურის“ მონარქისა
      • კადრი II. რელაქსანტოვ – მორფინისტის ღალატი უნდა გერქვას შენ!
      • კადრი III. „არ განიკითხო“ და „არ გასინჯო!“
    • ფილმი მესამე. სოცრეალიზმი და დასავლური ხელოვნება, წამალი და კოკაინი
      • კადრი I. პიკასო და ჯაზი
      • კადრი II. ნინა ბებო და ფენტანილი
    • ფილმი მეოთხე. ქუჩა
      • კადრი I. ტაიფუნი „დავითი“
      • კადრი II. ნაგვის ზედაპირზე ამოტივტივების ხანა
      • კადრი III. კაპიტულაცია
    • ფილმი მეხუთე. ალკოჰოლი
      • კადრი I. ...და მაინც გამარჯვებული?
      • კადრი II. კვდომა
      • „ჰეპიენდი“
    • ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტის სურნელება
      • I. ექიმი, მეცნიერი და საპირფარეშოების მცოდნე
      • II. ჩეჩმების მრავალფეროვნების ტყვეობაში
      • III. მუცლის აორტა გასკდა!
      • IV. ხაშურის №1 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ტუალეტი
      • V. ახალმოსახლეობა აბაზანა-ტუალეტში
      • VI. „ფრანც კაფკას გაქვავების სინდრომი“
      • VII. ქუთაისური ნოვაცია – ერთდროულად მაგიდაც და ტუალეტიც!
      • VIII. არის თუ არა ღმერთი?
    • სპექტაკლი − „ორ ცეცხლს შუა“
      • სცენა პირველი. სახლი სამტრედიაში
      • სცენა მეორე. ბუტაფორიული ტანკები და ცივი თხრილი
      • სცენა მესამე. წერილი კოკას
      • სცენა მეოთხე. ფრონტისპირა ქალაქი
      • სცენა მეხუთე. „რემბოს“ მუშტი!
      • სცენა მეექვსე. ომის ვირუსის პანდემია
      • სცენა მეშვიდე. მფრინავი „ზვიადისტები“, ნოე და ლოთი
      • სცენა მერვე. „პუტჩისტები“ და გენერალი იგორ გიორგაძე
      • სცენა მეცხრე. თბილისის ბინა და კურტ ვონეგუტი