კალათა

დეტალურად

მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და პოპულარული მწერალია; ავტორი, რომლის შემოქმედების ირგვლივაც არ წყდება კამათი. ურთიერთსაპირისპირო და ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული შეფასებების პარალელურად მწერლის ნაწარმოებები ელვისებური სისწრაფით ითარგმნება მსოფლიოს მრავალ ენაზე. ლანსაროტე კუნძულია ესპანეთის მახლობლად – პატარა, ვულკანური წარმოშობის უღიმღამო, უფერული კუნძული, სადაც მიუხედავად ლანდშაფტის ერთფეროვნებისა, მაინც შესაძლებელია, შვებულების გატარება ძალიან საინტერესო, შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდეს; კუნძული ტურისტებს ეროტიკული ფანტაზიების რეალიზაციის მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. ავტორი არც ამჯერად ღალატობს მისთვის დამახასიათებელ დაუდევარი თხრობის სტილს. როგორც „პლატფორმაში“, „ლანსაროტეს“ მთავარი თემაც სექსუალური ტურიზმის განვითარების უკიდეგანო პერსპექტივაა. ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით იკითხება და გაჯერებულია პორნო სიუჟეტებით. უელბეკის ტექსტების შეფასებისას უთქვამთ, რომ ის ზედაპირული, ბანალური და არაკორექტულია. მწერალს რასიზმშიც დასდეს ბრალი, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურულმა კრიტიკამ მას მომავლის მწერალი უწოდა.
  • თავი 1
  • თავი 2
  • თავი 3
  • თავი 4
  • თავი 5
  • თავი 6
  • თავი 7
  • თავი 8
  • თავი 9
  • თავი 10
  • სქოლიო