კალათა

დეტალურად

გრინკო ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, უბრალოდ თანატოლებზე მეტად აინტერესებს კოსმოსი და პლანეტებს ტელესკოპით აკვირდება. თუმცა ვერასდროს წარმოიდგენს, რომ თავად შეიძლება ამოყოს თავი რომელიმე პლანეტაზე. არადა ზუსტად ასე მოხდება. ჯერ ორასსართულიანი სახლის ლიფტში აღმოჩნდება, შემდეგ კი სხვა დატყვევებულ დედამიწელებთან ერთად გამოკეტავენ. ამ საოცარ ამბავს თეა თოფურიას ახალ წიგნში „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ წაიკითხავთ. გრინკოს გარდა გაიცნობთ პიას, მარიონს, ტულას, სურიენს, ფრიდას და სხვებს; გაიგებთ, ვინ ცხოვრობდა გაბრტყელებულ პლანეტაზე და საიდან მოვიდნენ ტუცები; რატომ იყო სულ ღამე ან სულ დღე. რაც მთავარია, შეიტყობთ, მოახერხა თუ არა გრინკომ ბოლოს და ბოლოს უკან დაბრუნება. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული სერია „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ 50-ზე მეტ წიგნს აერთიანებს და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე იციან კითხვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს წიგნის შინაარსის, თემატიკისა და სიდიდის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ, „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ სამ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა: 7-8 წელი - წიგნები მარტივი შინაარსითა და ლექსიკით; 9-10 წელი - წიგნები მარტივი შინაარსითა და უფრო რთული ლექსიკით; 11-12 წელი - რთული ფაბულის მქონე სქელტანიანი წიგნები. მოსწავლის ბიბლიოთეკა დაეხმარება მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • გრინკო
  • სუპერმარკეტში
  • მილიონი სინათლის წელიწადი
  • ავტობუსი №12
  • პირველი ტუცები
  • პია
  • მაგნიტები
  • კარპასული კატა
  • სახურავის დამლაგებელი ანტონი
  • პლანეტა ლეიბებიანი სახურავებით
  • პარიკები კუდებისთვის
  • ქუჩები, რომლებიც ოდესღაც არსებობდა
  • „იხვების ყრილობა“
  • პარლამენტის მოჩვენება
  • ხვლიკის ვიზიტი
  • გასამხნევებელი მინდორი
  • ერთი მინდვრის მზე
  • გრინკოს ახალი იდეა
  • ხანძარი ბებრების კვარტალში
  • არეული დღე
  • შეყვარებული ფრიდა ბებრების კვარტლიდან
  • სურათი სურიენის წიგნში
  • რა შეუძლია თქვას მთვარემ
  • ქალბატონი გლურჯის ქანდაკება
  • უკან
  • კარპასების უცნაური საქციელი
  • ახალმოსულის მონაყოლი
  • ისევ კარპასული კატა
  • მორიგი ჭირი
  • ბატკანძერი
  • ახალი ტყვე
  • მეორედ გაქცევა
  • სიბნელე, შიში და ბატკანძერი
  • პარლამენტის მოჩვენება და მეტეორი
  • სტუმრები
  • დილა გაბრტყელებულ პლანეტაზე
  • გაუთავებელი დღე
  • როგორ მოვეწყოთ გაბრტყელებულ პლანეტაზე
  • მოსიარულე ძეგლი
  • კატასტროფის წინაშე
  • დაწყევლილი სამი საათი
  • მთვარეზე
  • ისევ დაწყევლილი სამი საათი
  • ბოლო ხომალდი
  • ტულა
  • სავაჭრო ცენტრის ფანჯრებთან
  • უცნაური ავადმყოფობა
  • კიდევ ერთი ავადმყოფი
  • ტუცები და კარპასები
  • გზავნილი გაბრტყელებული პლანეტიდან
  • ხომალდი №2
  • რამე უბადრუკი სისულელე
  • ტულას საჩუქარი
  • ყველანი უკან
  • ავტორისგან