კალათა

დეტალურად

„ეშმაკი და სენიორიტა პრიმი“ ტრილოგიის მესამე რომანია (წინა რომანებია „რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი“ და „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა“). ქალი - ბედნიერების მაძიებელი. კაცი - დევნილი მტკივნეული წარსულიდან მოსული აჩრდილებით. ურთიერთობები - სიხარბით, სიმხდალითა და შიშით ნასაზრდოები... ერთ მშვენიერ დღეს ყველა შეიძლება დადგეს დილემის წინაშე - სიკვდილი თუ ძალაუფლება - ყველამ საკუთარი გზა უნდა აირჩიოს. რას ირჩევენ ნაწარმოების გმირები: სიკეთეს თუ ბოროტებას?! ერთი პატარა სოფელი უჩვეულო ბრძოლის ადგილია, სადაც უცხოელი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩადის, ზურგჩანთით, პატარა წიგნაკითა და 11 ოქროს ზოდით აღჭურვილი. იდუმალებით მოცული სტუმარი, რომელიც მთელ სამყაროზეა გაჯავრებული, უცნაურ თამაშში ითრევს ბარში მოსამსახურე გოგონას - შანტალ პრიმს, ხოლო შემდეგ - მთელ სოფელს. პაულო კოელიოს ეს რომანი ადამიანის სულის ბნელი და ნათელი მხარეების ბრძოლას ეხება. ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს, იქნება განსხვავებული და თამამად გაყვება თავის ოცნებებს, შეძლებს მართებულად ცხოვრებას. „ეშმაკი დასენიორიტა პრიმი“ ემოციებით სავსე ისტორიაა, რომელშიც ადამიანთა პატიოსნებას დიდი გამოცდა ელის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *