კალათა

დეტალურად

ნიკოლო მაკიაველი (1469-1527) - აღორძინების ხანის დიდი იტალიელი (ფლორენციელი) მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო და პოლიტიკური თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. „მთავარი“ მაკიაველის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმოხვეჭილი წიგნია, რომელიც ავტორმა ფლორენციის მმართველს მიუძღვნა. წიგნში წარმოდგენილია მაკიაველის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს (ან არ უნდა იყოს) ქვეყნის მმართველი, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მას, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მორალურ პრინციპებთან, რა უნდა იყოს მისი უზენაესი მიზანი და ფასეულობა, რას უნდა ეფუძნებოდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სამხედრო სტრატეგია, რა გამორჩეულ უნარებს უნდა ფლობდეს იგი და სხვ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ნიკოლო მაკიაველი
  • მთავარი
  • თავი I. რამდენნაირნი არიან სამთავროები და რა გზით შეიძლება მათი დაპყრობა
  • თავი II. მემკვიდრეობითი სამთავროებისათვის
  • თავი III. შერეული სამთავროებისათვის
  • თავი IV. რატომ არ აჯანყდა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი დარიოსის სამეფო ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეების წინააღმდეგ
  • თავი V. რანაირად უნდა მართავდე ქალაქსა თუ სახელმწიფოს, რომლებიც, მათ დაპყრობამდე, თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრობდნენ
  • თავი VI. ახალი სამთავროებისათვის, რომლებსაც საკუთარი იარაღითა და სიმამაცით იგდებენ ხელთ
  • თავი VII. ახალი სამთავროებისათვის, რომლებსაც სხვისი იარაღითა თუ სვებედნიერების წყალობით იგდებენ ხელთ
  • თავი VIII. იმათთვის, ვინც დანაშაულებრივი გზით აღწევს მთავრის ძალაუფლებას
  • თავი IX. სამოქალაქო სამთავროსათვის
  • თავი X. რანაირად უნდა ვზომავდეთ ყოველი სამთავროს ძლიერებას
  • თავი XI. საეკლესიო სამთავროთათვის
  • თავი XII. იმისათვის, თუ რამდენნაირი სახის ლაშქარი არსებობს, და დაქირავებული ჯარისკაცებისათვის
  • თავი XIII. მაშველი, შერეული და საკუთარი ლაშქრისათვის
  • თავი XIV. რა უნდა ახსოვდეს მთავარს სამხედრო საქმესთან დაკავშირებით
  • თავი XV. იმ თვისებებისათვის, რომელთა გამოც ადიდებენ ან გმობენ ადამიანებს და, განსაკუთრებით, მთავრებს
  • თავი XVI. სიუხვისა და სიძუნწისათვის
  • თავი XVII. სისასტიკის, გულმოწყალებისა და კიდევ იმისათვის, თუ რა სჯობია - უყვარდეთ თუ ეშინოდეთ შენი?
  • თავი XVIII. როგორ უნდა ესწრაფვოდნენ მთავრები იმას, რომ სანდონი იყვნენ
  • თავი XIX. იმისათვის, რომ თავიდან უნდა იცილებდე ზიზღსა და სიძულვილს
  • თავი XX. იმისათვის, სასარგებლოა თუ საზიანო ციხესიმაგრეები და ბევრი სხვა რამეც, რასაც ხშირად იყენებდნენ მთავრები
  • თავი XXI. როგორ უნდა იქცეოდეს მთავარი, რომელსაც სახელის მოხვეჭა სურს
  • თავი XXII. მთავრის მრჩეველთათვის
  • თავი XXIII. როგორ უნდა დააღწიო თავი პირმოთნეთ
  • თავი XXIV. რატომ დაკარგეს იტალიელმა მთავრებმა თავიანთი სამთავროები
  • თავი XXV. როგორია ბედისწერის გავლენა კაცთა ცხოვრებაზე და როგორ შეიძლება წინ აღუდგე მას
  • თავი XXVI. შეგონება ბარბაროსთაგან იტალიის განთავისუფლებისათვის
  • სქოლიო