იოტა ანდროიდისთვის

„იოტა ანდროიდისთვის“ საშუალებას გაძლევთ მარტივად მოიძიოთ, იყიდოთ და იკითხოთ Lit.ge-ს წიგნები და პერიოდიკა Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებზე (ტაბლეტებზე, სმარტფონებზე).

ქართული ტექსტების წასაკითხად, არ დაგჭირდებათ შრიფტების ინსტალირება.

აპლიკაციაში ხელმისაწვდომია ყველა ფასიანი წიგნი. ასევე, lit.ge-ზე განთავსებული უფასო წიგნების გარკვეული ნაწილი.*

კითხვა შესაძლებელია ოფლაინ რეჟიმში. იკითხეთ ყველგან, იკითხეთ კომფორტულად!

Facebook-ით ავტორიზებულმა მომხმარებელმა (რომელსაც არ გაუვლია lit.ge-ზე რეგისტრაცია), ანდროიდ აპლიკაციის გააქტიურების დროს, მომხმარებლის სახელის ველში უნდა მიუთითოს Facebook-ის ელ-ფოსტის მისამართი.

* უფასო წიგნების სრული ბაზა (100-ზე მეტი წიგნი - ქართული კლასიკური ლიტერატურა) ხელმისაწვდომია მხოლოდ იოტა რიდერის მფლობელებისათვის.

აპლიკაციის გადმოსაწერად, თქვენი მოწყობილობიდან ანდროიდის მარკეტზე მოძებნეთ „IOTA“ (Google Play), ან გადმოწერეთ აქედან:

თუ არ გაქვთ ანდროიდის მოწყობილობა, შეგიძლიათ შეიძინოთ იოტაბი.