ხშირად დასმული კითხვები

1. როგორ ჩავწერო და დავალაგო ელექტრონული წიგნები იოტა რიდერში?

2. სად ინახება ინტერნეტიდან გადმოწერილი ელექტრონული წიგნები და სხვა ფაილები?

3. რამდენი ხანი ყოფნის იოტა რიდერს აკუმულატორის ერთი დამუხტვა?

4. მუშაობს თუ არა სენსორული ეკრანი სტილუსის გარეშე?

5. მენიუს პუნქტში "წამკითხველის არჩევა" ePub ფორმატისთვის ავირჩიე Pdf რიდერი და ვეღარ ვხსნი lit.ge-დან გადმოწერილ წიგნებს. რატომ?

6. სად შეიძლება იოტა რიდერის განვადებით შეძენა?

 

1. როგორ ჩავწერო და დავალაგო ელექტრონული წიგნები იოტა რიდერში?

იოტა რიდერში ფაილების ჩაწერა ყველაზე მოსახერხებელია კომპიუტერთან USB შეერთების საშუალებით. კომპიუტერთან შეერთების შემდეგ, იოტა რიდერის ეკრანზე გამოვა ფანჯარა შეერთების დადასტურების მოთხოვნით. აირჩიეთ „დიახ“. ამის შემდეგ, კომპიუტერის დისკებში გამოჩნდება ახალი დისკი IOTA, რომელიც წარმოადგენს რიდერის შიდა მეხსიერებას. ისევე, როგორც ჩვეულებრივ USB დისკთან მუშაობისას, შეგიძლიათ შექმნათ მასში საქაღალდეები და ჩაწეროთ ან წაშალოთ ელექტრონული წიგნები და სხვა ფაილები.

2. სად ინახება ინტერნეტიდან გადმოწერილი ელექტრონული წიგნები და სხვა ფაილები?

ამ ფაილების ნახვა შეგიძლიათ „ბოლო დოკუმენტებში“. ფაილების „ბიბლიოთეკაში“ გადმოსატანად, მონიშნეთ ფაილი, მენიუში აირჩიეთ „ფაილი“ >> „კოპირება“, შემდეგ გადადით „ბიბლიოთეკაში“ და მენიუში აირჩიეთ „ფაილი“ >> „ჩასმა“.

3. რამდენი ხანი ყოფნის იოტა რიდერს აკუმულატორის ერთი დამუხტვა?

იოტა რიდერი აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომელიც უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი. ამასთანავე, განსაკუთრებით დიდი ენერგია სჭირდება Wi-Fi კავშირს. შესაბამისად, სტილუსით აქტიური მუშაობისას და Wi-Fi კავშირის ხშირი გამოყენების შემთხვევაში, სრული დამუხტვა რიდერს დაახლოებით ერთ კვირას ყოფნის. ყურადღება მიაქციეთ, რომ Wi-Fi შეერთება გათიშული იყოს, როცა მას არ იყენებთ (გადართეთ ტუმბლერი OFF მდგომარეობაში). ეს საგრძნობლად გაზრდის რიდერის მუშაობის დროს.

გამორთვის ღილაკზე ხანმოკლე დაჭერისას, რიდერი პროგრამული უზრუნველყოფა გადადის ძილის რეჟიმში. ამ დროს ეკრანზე გამოდის ნახატი. ძილის რეჟიმში რიდერი მცირე ენერგიას მაინც მოიხმარს, ამიტომ თუ რიდერს რამდენიმე საათის განმავლობაში არ იყენებთ, უმჯობესია იგი გამორთოთ გათიშვის ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერით.

მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებამდე რიდერი დამუხტოთ სამი საათის განმავლობაში.

4. მუშაობს თუ არა სენსორული ეკრანი სტილუსის გარეშე?

სტილუსი დამზადებულია სპეციალური მასალისაგან. ფანქარი ან კალამი მის მაგივრობას ვერ გაგიწევთ. სენსორული ეკრანი თითის დაჭერაზეც არ რეაგირებს. სტილუსით მუშაობას ბევრი უპირატესობა აქვს: მაგალითად, შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანაწერები და ჩანახატები, კომფორტულად იმუშაოთ ვირტუალურ კლავიატურასთან და ინტერნეტში.

5. მენიუს პუნქტში „წამკითხველის არჩევა“ ePub ფორმატისთვის ავირჩიე Pdf რიდერი და ვეღარ ვხსნი lit.ge-დან გადმოწერილ წიგნებს. რატომ?

lit.ge-ზე განთვსებული წიგნები დაშიფრულია სპეციალური ალგორითმით. ამ წიგნების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ FBReader-ის საშუალებით, როგორც საწყისი პარამეტრებითაა გათვალისწინებული. ამასთან FBReader-ის გარდა სხვა რიდერებს არ აქვთ ქართული შრიფტის მხარდაჭერა, შესაბამისად Pdf Reader-ით და Cool Reader-ით შეგიძლიათ იკითხოთ მხოლოდ არაქართულენოვანი წიგნები. რა თქმა უნდა არაქართულენოვანი წიგნების კითხვა FBReader-ითაც შესაძლებელია.

6. სად შეიძლება იოტა რიდერის განვადებით შეძენა?

იოტა რიდერის განვადებით შეძენა შესაძლებელია PCShop-ის კომპიუტერულ მაღაზიაში. მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #16.