ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
1637
დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა,
გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.
1638
დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“.
1639
ტახტსა ზედა ერთგან...
