ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
1603
ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.
ტარიელ ბრძანა: „მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!
1604
„იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;
ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი“.
ავთანდილ ჰკადრა: „რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
მათ ვითა მტვერთა...
