ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
1557
მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;
ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტელთა ამაზრზენია,
ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.
1558
დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,
ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა,
შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,
მათ ყოვლთა შუქი...
