ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
1471
მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;
ავთანდილისთვის - ყვითელი და შავი ერთგან რეული;
მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.
1472
მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა;
ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
ნესტან-დარეჯანს...
