ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა

1436
ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.
1437
„აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
მისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი...