ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

თათბირი ტარიელისა

1410
ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,
თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.
1411
„მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ...