თათბირი ავთანდილისა
1405
ავთანდილ უთხრა: „ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერთა ივაგლახ-ივიან,
მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან?!
1406
„რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება,
გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;
წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
ეგე თათბირი არ ვარგა, სხვებრ ვქმნათ თავისა...
