თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
1401
ფრიდონ თქვა: „ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია:
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ-ჟამი საკვეხარია,
ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
1402
„ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,
ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა...
