ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
1382
რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;
მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვამცა ვინღა წაიტანა!
1383
იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: „გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა...
