წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
1336
გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა,
პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;
მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა,
ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.
1337
მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,
ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.
სულთქნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან...
