წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
1327
დაწერა: „ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,
ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,
მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!
1328
„ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,
კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;
მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს...
