წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
1279
ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,
ბროლო და ლალო - ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!
1280
„თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე;
შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე;
ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი...
