ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

1130
ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
1131
„ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა, ებნისა,
მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი...