ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

წიგნი ავთანდილისა ფატმანთანა

1104
მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;
შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“.
1105
ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,
აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვებ მარტო სამე,
მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი...