ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება

1090
სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, - გაჰკვეთს, რაცა დაესობის, -
მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.
1091
ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული მეტის-მეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა.
დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,
იტყვის: „რა ვქმნა, რა მერგების!“, აწვიმებდა,...