ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა

978
ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
შორით ნახა, მენავენი მოვიდოდეს შიგან ზღვასა;
მოიცადა, ჰკითხა: „ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა,
ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ხმასა?„
979
მათ მოახსენეს: „ტურფაო სახით და ანაგებითა,
გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ ზღვრებითა;
ჩვენცა ვისნი ვართ,...