მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა
915
„რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
916
„იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი
ისი
მომეარნეს;
ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთგან შეიყარნეს,
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს,...
