ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
823
აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმას არ წავჰყვე წამავალსა.
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა,
ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
824
რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული
მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული,
აზომ რომე გაგათრივე...
