ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა

796
დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:
„ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად!
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად;
შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.
797
„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
„სიცრუე და...