დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. და ვაზირის საუბარი
734
რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;
იტყვის: „ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!“
დათმობასა ეაჯების: „გულსა შენ რა მოუგვარე!“
ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.
735
ვაზირმან ცნა, გაეგება: „ჩემსა მზეა ამოსრული,
ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული.
ხამს სტუმარი სასურველი,...
